პოკერის მსოფლიო ტური
მიმდინარე სეზონი: პოკერის მსოფლიო ტურის მე-13 სეზონის შედეგები | |
სპორტი | ტეხასური ჰოლდემი |
---|---|
დაარსდა | 27 მაისი, 2002 |
ქვეყანა | აშშ (დაარსდა) |
ამჟ. გამარჯვებული | კევენ სტემენი (2014 წლის ჩემპიონატი) |
ყველაზე ტიტულოვანი | გას ჰანსენი, კარლოს მორტენსენი (3) |
პოკერის მსოფლიო ტური (World Poker Tour, WPT) — პოკერის საერთაშორისო ტურნირების სერია. ეს არის სატელევიზიო სერიების ასოციაცია, რომელიც აშუქებს ყოველი ტურნირის საფინალო მაგიდებს. ამ სერიის პირველი ორგანიზება მოხდა 2002 წელს ტელე პროდიუსერისა და იურისტის სტივენ ლიპსკომბის მიერ, რომელიც ახლა სათავეში უდგას WPT Enterprises-ს. WPT Enterprises არის ფირმა, რომელიც აკონტროლებს „პოკერის მსოფლიო ტურს“ 2009 წლის ნოემბრიდან. 2008 წლიდან „პოკერის მსოფლიო ტურზე“ დაიწყო სპეციალური სამაჯურების გაცემა ღონისძიების ჩემპიონებისათვის. ხოლო მათ, ვინც ამ სიახლემდე მოიპოვა გამარჯვებულის ტიტული, სათითაოდ მიიღეს მსგავსი სამაჯურები, რომლებიც ითვლება პოკერის მოყვარულებისთვის ყველაზე სოლიდურ არაფულად პრიზად.
2009 წლის ნოემბერში PartyGaming-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია WPT Enterprises-გან $12,300,000-ად WPT-ის შეძენის შესახებ.[1]
ამერიკული ტელე-პროგრამების რეიტინგში პოკერის ფინალური თამაშების პირდაპირ ეთერში გაშუქება ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. განსხვავებით „პოკერის მსოფლიო სერიებისგან“, რომელიც ტარდება ლას-ვეგასში, „პოკერის მსოფლიო ტური“ გაცილებით მასშტაბურია და ტარდება აშშ-ს უამრავ ქალაქსა და სხვადასხვა ქვეყანაში. WPT-მ 2002 წელს წარმოშვა პოკერის თამაშის ბუმი. მისი მაუწყებლობა ხორციელდება 150 ქვეყანაში.
ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე „პოკერის მსოფლიო ტურის“ სატელევიზიო შოუმ, რომელიც დაფუძნებულია „პოკერის მსფოლიო სერიების“ ყოველწლიურ მაუწყებლობაზე, გამოიწვია დიდი ციებ-ცხელება ამერიკულ ოჯახებში, ადგილობრივ კაზინოების პოკერ რუმებსა და ინტერნეტ სივრცეში. „პოკერის მსოფლიო ტურის“ ძირითადი სპონსორები არიან კაზინოები და ონლაინ პოკერის საიტები.
WPT-ს სატელევიზიო შოუს, რომელიც გადის მსოფლიოს მასშტაბით, აკომენტარებს და ანალიზს უკეთებს „პოკერის მსოფლიო სერიების“ სამაჯურის გამარჯვებული მაიკ სექსტონი და მსახიობი ვინს ვან პატენი. ინტერვიუების ჩამორთმევა და კულისებში მიმდინარე მოვლენების წაყვანა ევალება ქალ მასპინძელს. პირველი სამი სეზონის მასპინძელი იყო შანა ჰიატი, მეოთხეს - კორტნი ფრილი, მეხუთესი კი - საბინა გადესკი. მეექვსე სეზონის წაყვანა წილად ხვდათ ლეილა კეილსა და კიმბერლი ლანსინგს. პოკერის მოთამაშემ და რეპორტიორმა ამანდა ლეზერმენმა უმასპინძლა WPT-ს მეშვიდე სეზონს. კიმბერლი ლანსინგი უბრუნდება წამყვანის რანგს და მასპინძლობს მომდევნო „პოკერის მსოფლიო ტურს“ მეთერთმეტე სეზონის ჩათვლით. ლინ გილმარტინმა[2] უმასპინძლა მე-12 და მე-13 სეზონებს, რომელთა ტრანსლირება ხდებოდა Fox Sports Networks-ზე.
მას შემდეგ, რაც 2009 წლის ნოემბერში PartyGaming-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია WPT-ს შეძენასთან დაკავშირებით, ახალმა მფლობელებმა დაამატეს სატელევიზიო „პოკერის მსოფლიო ტურის“ მეორე სერიები Party Poker ბრენდის სახელის ქვეშ. ეს სერიები ორიენტირებულია ევროპაში გაჩერებული „პოკერის სმფოლიო ტურის“ გაშუქებაზე. მაიკ სიქსტონი აგრძელებს კომენტატორობას, თუმცა მას ამჯერად პარტნიორობას უწევს არა ვინს ვან პატენი, არამედ დანიური წარმომავლობის ამერიკელი ჯესი მეი. ქალი წამყვანების როლს ამ შემთხვევაში კისრულბენ სხვადასხვა პიროვნებები, ძირითადად იმ ქვეყნებიდან, სადაც თამაში მიმდინარეობს. გამონაკლისი იყო კანადელი პოკერის მოთამაშე კარა სკოტი, რომელმაც ევროპის რამდენიმე ადგილას უმასპინლა და წაიყვანა „პოკერის მსოფლიო ტური“.[3] 2014 წელს „პოკერის მსოფლიო ტურმა“ დაიწყო high roller-ის სატურნირო სერიების, WPT Alpha8, მაუწყებლობა Fox Sports 1-ზე. სერიების კომენტატორი და შემფასებელი არიან ალი ნეჯადი და ოლივერ ბუსქუიე, ხოლო წამყვანია - ლინ გილმარტინი.
წარსული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„პოკერის მსოფლიო ტურს“ დებიუტი ჰქონდა 2002 წლის მიწურულსა და 2003 წლის დასაწყისში. ჩემპიონატის კულმინაცია მოხდა 2003 წლის აპრილში, სასტუმრო-კაზინო „ბელაჯიოში“, ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასში. პირველი სეზონი გაშუქდა 2003 წლის გაზაფხულზე, ამერიკის საკაბელო ტელევიზიის არხზე - Travel Channel. შოუს დებიუტი ერთიანი სატელევიზიო ქსელის სივრცეში ჰქონდა 2004 წელს NBC-ზე, სპეციალურ „ჩემპიონთა ბრძოლის“ ტურნირზე. ეს იყო გაშუქებული CBS-ის Super Bowl XXXVIII პრე-თამაშის პარალელურად. Travel Channel-მა გააშუქა „პოკერის მსოფლიო ტურის“ პირველი ხუთი სეზონი. 2007 წლის აპრილში, WPTE-მ გამოაცხადა, რომ GSN-ი 2008 წლის გაზაფხულზე გააშუქებდა ტურის მეექვსე სეზონს[4]. პირველი „პოკერის მსოფლიო ტური“, რომელიც გაშუქდა GSN-ზე იყო Mirage Poker Showdown, 2008 წლის 24 მარტს. 2008 წლის ივლისში, WPTE-მ გამოაცხადა, რომ მეშვიდე „პოკერის მსოფლიო ტურის“ ტრანსლაცია მოხდებოდა Fox Sports Net-ზე.
WPT-ს მთავარი მომნუსხველი ძალა, როგორც პოკერის უმეტეს ტურნირებში, არის ის, რომ ნებისმიერს, ვისაც შეუძლია იყიდოს "buy-in" (რომელთა ფასი რანჟირებს $2 500-სა და $25 000-ს შორის), ან მოიგოს სატელიტი, აქვს თანაბარი შანსი, რომ შეეჯიბროს პოკერის ტოპ მოთამაშეებს. 2004 წელს, „პოკერის მსოფლიო ტურმა“ შექმნა „დიდების ხეივანი“ (Walk of Fame), სადაც ირიცხებიან დოილ ბრანსონი, გუს ჰანსენი და აგრეთვე მსახიობი ჯეიმზ გარნერი.
„პოკერის მსოფლიო ტურის“ პირველი სამი სეზონი ხელმისაწვდომია NTSC DVD-ზე.
Spin-off ტურნირების სერიების, სახელწოდებით „პროფესიონალური პოკერის ტური“, გადაღება დაიწყო 2004 წელს. სერიების გაშუქება გადაიდო, რაც ნაწილობრივ Travel Channel-თან უთანხმოების გამო მოხდა. 2005 წლის შემოდგომაზე, WPTE-მ გამოაცხადა, რომ „საკაბელო არხმა“ (ESPN-ზე დაყრდნობით) გააუქმა სატენდერო PPT სერიები და რომ WPTE მოლაპარაკებებს აწარმოებდა Travel Channel-თან სერიების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2006 წლის 30 იანვარს, WPTE-მ და Travel Channel-მა გამოაცხადეს, რომ მათ არ დააკმაყოფილეს არც ერთი ღია სარჩელი და შეწყვიტეს თანამშრომლობა. სერიების რეგულარული მაუწყებლობა დაიწყეს 2006 წლის 5 ივლისს, მაგრამ შეჩერდა ერთი სეზონის შემდეგ, რადგან WPTE-მ ვერ შეძლო ეპოვა მასპინძელი ტელევიზია მომდევნო სეზონისთვის. საინტერესო შენიშვნა არის ის, რომ მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ, ყველაზე ცოტა 8 სეზონის მანძილზე, დაასრულა თამაში „in the money-ით“. ეს მოთამაშეები არიან: ფილ ჰელმუტი, ერიკ ზაიდელი, მარკ სეიფი და სურინდერ სუნარი.
სასამართლოს გადაწყვეტილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის აპრილში WPT Enterprises Inc.-ი დარჩენილ ხუთ მოსარჩელესთან ერთად მივიდა შეთანხმებამდე. გადაწყვეტილების შესახებერთ-ერთი მოსარჩელე, კრის ფერგუსონმა თქვა: „ჩვენ ვართ მოხარულები, რომ მივედით შეთანხმებამდე, რომელიც სამართლიანია ყველა მოთამაშისთვის და, რომ შემოიღეს ახალი რელიზი, რომელიც აშორებს ორაზროვნებას იმას, თუ როგორ შეიძლება მოთამაშის იმიჯები გამოიყენონ. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ახალი რელიზი გავრცელდება პოკერის ყველა მოთამაშეზე, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება WPT-ის ღონისძიებაში“.
WPT ქალბატონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის იანვარში WPT-მ გამოაცხადა, რომ იწყებს ტურნირს ქალებისთვის, სახელწოდებით WPT Ladies[5]. პირველ სეზონი მოიცავდა ხუთ ღონისძიებას, buy-in-ებით $300-დან $1 500-მდე. ქალთა პირველ ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა ნენსი ტოდი, ხოლო მეორეზე -ვანესა სელბსტი. ამ ეტაპზე WPT Ladies არ იგეგმება.
WPT-ის დიდების ხეივანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]WPT დიდების ხეივანი შეიქმნა „პოკერის მსოფლიო ტურში“ გამარჯვებულთა პატივსაცემად. მათთვის, ვინც მოიპოვა წარმატება პოკერში და აგრეთვე მათთვის, ვინც ხელი შეუწყო, რაიმე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა WPT-ს ღონისძიებაში.
2014 წლის თებერვალში, „პოკერის მსოფლიო ტურის დიდების ხეივანში“ შეიყვანეს ახალი წევრები ცერემონიაზე Commerce Casino-ში, ტოპ პროფესიონალებისა და ვარსკვლავების ქალაქში World Poker Tour Invitational Poker Tournament-მდე.
„დიდიების ხეივანში“ 2004 წლის შემდეგ ახალი მოთამაშეები არ შეუყვანიათ. პირველი წევრები არიან დოილ ბრანსონი, გას ჰანსენი და ჯეიმზ გარნერი[6].
წლის მოთამაშე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდა იმის, რომ „პოკერის მსოფლიო ტურში“ ცხადდება მიმდინარე სეზონის გამარჯვებული, აცხადებენ „წლის მოთამაშესაც“. ის შეიძლება გახდეს მოთამაშე, რომელიც „პოკერის მსოფლიო ტურის“ მიმდინარე სეზონის თამაშში აჩვენებს სტაბილურად მაღალ შედეგებს სერიის ბოლოს.
„წლის მოთამაშასეს“ განსაზღვრა ხდება ქულების სისტემის მიხედვით. მოთამაშე, რომელიც მთელი სეზონის მანძლზე დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას ავტომატურად ხდება „პოკერის მსოფლიო ტურის“ „წლის მოთამაშე“. ქულების დათვლა იწყება სეზონის მიწურულს. შეიძლება „წლის მოთამაშე“ და ჩემპიონი სხვადასხვა მოთამაშე აღმოჩნდნენ. ასე ხდებოდა მეცხრე სეზონამდე. მანამდე ყველაზე ახლოს ჩემპიონობის ტიტულამდე (მესამე ადგილი) მივიდა „წლის მოთამაშე“ ბრეტრანდ გროსპლერი.
ქულათა სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი 8 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ექვსმა მოთამაშემ ფინალურ მაგიდაზე , პლუს უკანასკნელი (მეშვიდე) მოთამაშე, რომელიც თამაშს ფინალამდე გამოეთიშა, გაინაწილეს ქულები შემდეგნაირად:
- გამარჯვებული: 1000 ქულა
- მეორე ადგილი: 700 ქულა
- მესამე ადგილი: 600 ქულა
- მეოთხე ადგილი: 500 ქულა
- მეხუთე ადგილი: 400 ქულა
- მეექვსე ადგილი: 300 ქულა
- მეშვიდე ადგილი: 200 ქულა
მეცხრე სეზონიდან დაწყებული, ქულათა სისტემა მოერგო მონაწილეთა რაოდენობას და საპრიზო ფონდს ყოველი ღონისძიებისთვის[7]:
- ზოგადად, ყოველწლიურად მონაწილეთა 10% ასრულებს თამაშს ITM-ით, ამრიგად სისტემა ახლა უკვე აძლევს „წლის მოთამაშის“ ქულებს ყველა ITM მოთამაშეს.
- ქულათა მაქსიმუმი, რომელიც შეიძლება მოიპოვო ღონისძიებაზე განპირობებულია საპრიზო ფონდით. 600 ქულიანი გამარჯვებულისთვის საპრიზო ფონდი ნაკლებია ვიდრე $500,000 და 1400 ქულაზე $4,000,000-ზე მეტი საპრიზო ფონდით. სეზონის მიწურულს „WPT მსოფლიო ჩემპიონატი“, არ აქვს მნიშვნელობა საპრიზო ფონდს, გამარჯვებულისთვის იწყება 1400 ქულით.
- სისტემა კვლავ მუშაობს კლებადობის მიხედვით, თუმცა მასშტაბი უზრუნველყოფს მინიმუმ 50 ქულას ყველაზე „ფსერკზე“ მყოფ ITM მოთამაშისთვის ნებისმიერ ღონისძიებაზე.
WPT-ს წლის მოთამაშე, სეზონის მიხედვით
- სეზონი 1. ჰოვარდ ლედერერი
- სეზონი 2. ერიკ ლინდგრენი
- სეზონი 3. დანიელ ნეგრეანუ
- სეზონი 4. გევინ სმითი
- სეზონი 5. ჯ.ს. ტრანი
- სეზონი 6. ჯონატან ლითელი
- სეზონი 7. ბერტრან გროსპელიე
- სეზონი 8. ფარაზ იაკა
- სეზონი 9. ენდი ფრანკენბერგერი
- სეზონი 10. ჯო სეროკი
- სეზონი 11. მეთიუ სალსბერგი
- სეზონი 12. მუკულ ფაჰუჯა
ტურნირის შეჯიბრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 1 (შედეგები) (2002–2003)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 2 (შედეგები) (2003–2004)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 3 (შედეგები) (2004–2005)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 4 (შედეგები) (2005–2006)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 5 (შედეგები) (2006–2007)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 6 (შედეგები) (2007–2008)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 7 (შედეგები) (2008–2009)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 8 (შედეგები) (2009–2010)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 9 (შედეგები) (2010–2011)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 10 (შედეგები) (2011–2012)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 11 (შედეგები) (2012–2013)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 12 (შედეგები) (2013–2014)
- პოკერის მსოფლიო ტური, სეზონი 13 (შედეგები) (2014–2015)
რეკორდული მოგება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„პოკერის მსოფლიო ტურის“ ყველაზე წარმატებული გამარჯვებული იყო კარლოს მორტენსენი, რომელმაც მოიგო $3,970,415 WPT-ს ჩემპიონატის მეხუთე სეზონის მიწურულს.
რეგულარული ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„უმაღლესი გასამრჯელოს“ პროგრესი WPT-ს ისტორიაში დაიწყო გას ჰანსენის მიერ WPT-ს ჩემპიონატის პირველ სეზონში. მონაწილეების რაოდენობა შემცირდა ე. წ. პოკერის ბუმის შემცირების შემდეგ, „უმაღლესი payout“ არ გაზრდილა წლების განმავლობაში. ბოლოს შეიცვალა 2007 წელს.
ჩემპიონატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველი WPT ჩემპიონატი სრულდება $25,000 buy-in-ით „პოკერის მსოფლიო ტურზე“ (უბრალოდ WPT ჩემპიონატზე მეცხრე სეზონამდე).
Deal
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დადგმული WPT ჩემპიონატის მატჩი გადაიღეს 2007 წელს ფილმისთვის Deal. ფილმში სექსტონი, ვან პატენი და ფრილი ასახიერებენ საკუთარ თავებს. გადაიღეს აგრეთვე რამდენიმე სხვა პროფესიონალი მოთამაშე და პოკერის ვარსკვლავებიც. WPT-ს გუნდი გაგზავნეს ნიუ ორლეანსში, რათა გადაეღოთ მომდევნო მეოთხე სეზონის ჩემპიონატი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Osborne, Alistair (November 9, 2009). „PartyGaming buys World Poker Tour“. London: Telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 10 November 2009.
- ↑ Ryan, Rich. (2013-09-03) Lynn Gilmartin to Replace Kimberly Lansing as World Poker Tour Anchor. PokerNews.
- ↑ Holloway, Chad. (2013-07-18) WPT Announces Alpha8 Series Super High-Roller Tournaments; Lynn Gilmartin New Anchor. PokerNews.
- ↑ World Poker Tour Signs New Broadcast Rights Agreement for Season VI With GSN
- ↑ Women's Poker Spotlight:WPT Ladies League, Tour Announced
- ↑ World Poker Tour (17 March 2004). „World Poker Tour Unveils WPT Poker Walk of Fame at Commerce Casino“. Cardplayer. Cardplayer Magazine. ციტირების თარიღი: 7 November 2011.
- ↑ WPT | StatsAndTools | POY Point System. Worldpokertour.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-10. ციტირების თარიღი: 2014-03-03.