შინაარსზე გადასვლა

პოზიტრონული გამოსხივება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოზიტრონული გამოსხივება, იგივე ბეტა პლუს გამოსხივება — რადიოაქტიური გამოსხივების ერთ-ერთი ტიპი, რომელიც β+ სიმბოლოთი აღინიშნება. როდესაც ბირთვში პროტონი იშლება, იგი გარდაიქმნება ნეიტრონად და წარმოიქმნება პოზიტრონი და ელექტრონის ნეიტრინო(νe).[1] ვინაიდან ემისიის დროს პროტონი იშლება, ამიტომაც გამოსხივების ეს ტიპი გვხვდება პროტონით მდიდან ბირთვებში. ბუნებაში β+ გამოსხივება იშვიათია, ძირითადად კოსმოსური სხივებისგან ვრცელდება, ასევე კალიუმ-40-ისგან, თუმცა იგი ძალზე იშვიათი კალიუმის იზოტოპია, რომელიც დედამიწაზე ამ ელემენტის 0,012%-ს შეადგენს.

პოზიტროული გამოსხივების მაგალითი. მაგნიუმ-23 იშლება ნატრიუმ-23-ად:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The University of North Carolina at Chapel Hill. Nuclear Chemistry. ციტირების თარიღი: 2012-06-14.