შინაარსზე გადასვლა

პოდოლსკის სამების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოდოლსკის სამების ტაძარი
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°26′01″ ჩ. გ. 37°32′47″ ა. გ. / 55.43361° ჩ. გ. 37.54639° ა. გ. / 55.43361; 37.54639
რელიგიური წევრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5010354000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი ოსიპ ბოვე
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება 1819-1832
პოდოლსკის სამების ტაძარი ვიკისაწყობში

პოდოლსკის სამების ტაძარი (რუს. Свято-Троицкий собор) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვის ოლქში, ქალაქ პოდოლსკში, ეკლესიის მოედანზე.

ტაძარი მეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს, არის პოდოლსკის საეპარქიო ოლქის ცენტრი. წინამძღვარია დეკანოზი ალექსანდრე განაბა.

ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი, რომელთაგან მთავარი ნაკურთხია ყოვლადწმინდა სამების სახელზე, ჩრდილოეთისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, ხოლო სამხრეთისა წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.

ეკლესია აგებულია 1819-1832 წლებში, საფრანგეთ-რუსეთის 1812 წლის ომში გამარჯვების აღსანიშნავად ოსიპ ბოვეს სკოლის ხელოსნების პროექტის მიხედვით, რომელიც იყო მოსკოვის ცნობილი რესტავრატორი 1812 წლის ხანძრის შემდეგ. სავაჭრო რიგი, რომლის ანსამბლშიც შედიოდა ეკლესია, საბჭოთა კავშირის პერიოდში დაანგრიეს[1].

1880-იან წლებში ტაძარი დაათბუნეს, დააყენეს ახალი კანკელი, რომელი მორთული იყო ვერცხლის ძვირფასი ხატებით. 1898 წელს განაახლეს სატრაპეზო, კანკელი და შეიძინეს ახალი საეკლესიო ჭურჭელი.

საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იყო ერთადერთი მოქმედი საქალაქო ტაძარი მოსკოვის ოლქში.

1920 წელს ეკლესია გახდა მოსკოვის ეპარქიის ერთ-ერთი საკათედრო ტაძარი. პოდოლსკის ტაძრის პირველი ეპისკოპოსი იყო პეტრე პოლიანსკი, რომელიც დროებით პატრიარქის მოვალეობასაც ასრულებდა. ტაძრის წინამძღვარი 1940-იანი წლების დასაწყისიდან 1954 წლის 7 იანვრამდე იყო არქიმანდრიტი გავრილ გრიგორიევი[2].

1912 წელს რუსეთ-საფრანგეთის ომის 100 წლისთავთან დაკავშირებით ეკლესიის ეზოში აღმართეს გრენადერ მიხაილ მილორადოვიჩის ძეგლი. საბჭოთა მმართველობის პერიოდში მის ადგილზე კარლ მარქსის ძეგლი დადგეს, ხოლო 1995 წელს კვლავ აღადგინეს თავდაპირველი ძეგლი. ძეგლზე ფირფიტაა მიმაგრებული სამახსოვრო წარწერით.

1991 წელს ტაძართან გაიხსნა საკვირაო სკოლა, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდი სკოლაა მოსკოვის ოლქში რვაწლიანი სწავლებით.

ტაძარი იყო პოდოლსკის არქიტექტურული ანსამბლის ცენტრი, რომელიც მდებარეობდა მდინარე პახრის ნაპირზე აღმართულ ბორცვზე.

იგი წარმოადგენს ხუთგუმბათიანი ტაძრის არქიტექტურულ ტიპს და აგებულია ამპირის სტილში. შელესილი ეკლესია აგებულია წითელი აგურით და გაფორმებულია თეთრი ქვის დეტალებით. დასავლეთის მხარე ტაძარს ეკვრის სამნავიანი სატრაპეზო და სამსართულიანი სამრეკლო.

  • იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც 1866 წელს ქალაქი იხსნა ქოლერისაგან.
  • ორი ძვალთშესალაგი 140 წმინდანის სხეულის ნაწილებით
  • პოდოლსკის ახალმოწამეთა ხატი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Памятники архитектуры Московской области. Каталог в двух томах. Т. 2. М.: "Искусство", 1975. С. 113
  2. Журнал Московской патриархии. 1954, № 3. с. 11.