პოდივინი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
პოდივინი ჩეხ. Podivín | |||||
|
მერია და წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| კოორდინატები | 48°49′32″ ჩ. გ. 16°50′55″ ა. გ. / 48.82556° ჩ. გ. 16.84861° ა. გ. | ||||
| პირველი ხსენება | 1062 | ||||
| ფართობი | 17,75 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 165 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 2 938 (1 იანვარი, 2025)[1] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 691 45[2] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.podivin.cz/ | ||||
პოდივინი (ჩეხ. Podivín) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ის ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოდივინი რაიონულ ცენტრ ბრჟეცლავიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ვაკე რელიეფზე, ქვემო მორავის ხეობაში მდებარეობს, ის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებითაა გარშემორტყმული. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილს ჰკვეთს მდინარე დიიე. პოდოვინში აღმოსავლეთიდან მას ერთვის მდინარე ტრკმანკა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელსაყრელი მდებარეობის გამო პოდივინის ტერიტორია ჯერ კიდევ პრეისტორიული დროიდან იყო დასახლებული.
აქ არსებული სოფლის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები 1067 წლით წელს დაწერილ კოსმას პრაღელის ქრონიკაშია. კოსმა (1045– 1125) პირველი ჩეხი ჟამთაღმწერელია ისტორიაში. პოდივინი ბრჟეცლავის რაიონის უძველესი ქალაქია, მას ეს სტატუსი უკვე XIII საუკუნეში ჰქონდა.
1520-იანი წლებიდან ქალაქში ანაბაპტისტები დასახლდნენ, ისინი აქ 1622 წელს მათი ქვეყნიდან განდევნამდე ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ებრაული თემის (140 ადამიანი) შესახებ ცნობებიც დაახლოებით ამ პერიოდიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში. პოდივინში მცხოვრები ებრაელები ორ, ზედა და ქვედა უბანში ცხოვრობდნენ.[3]
პოდივინი მეზობელ ბრჟეცლავთან, ჰუსტოპეჩესთან და მიკულოვთან შედარებით დაბალი განვითარებით ხასიათდებოდა. მიუხედავად ამისა, 1839 წელს ის ჩეხეთის ერთ-ერთი პირველი ქალაქი გახდა, სადაც რკინიგზა გაიყვანეს.
1950 წლის 21 დეკემბერს აქ მოხდა ჩეხეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სარკინიგზო, მატარებლის გადასასვლელზე მატარებელი ავტობუსს შეეჯახა.[4]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოდივინის მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაა. ეს არის გოტიკური სტილის ტაძარი, რომელიც ამჟამინდელი სახით 1791 წელს აღადგინეს.[5] წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ეზოში კირილესა და მეთოდეს სამლოცველოა. ის 1857 წელს აქ არსებული შუა საუკუნეების სამლოცველოს ადგილზე აშენდა.[6]
ებრაული სასაფლაოზე 1000 საფლავია. უძველესი 1694 წლით თარიღდება. სასაფლაოზე აგრეთვე დგას ებრაული საზეიმო სახლი.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცტიბორ ბეზდეკი (1872–1956) — ექიმი და მწერალი, ვეგეტარიანიზმის მომხრე
- ვიტ კლემესი (1932–2010) — ჰიდროლოგი
- იან კოსტრჰუნი (1942–2022) — პოლიტიკოსი
- იან კლაკი (დაბ. 1942) — ეკონომისტი და პოლიტიკოსი
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ქალაქის მერია
-
წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია
-
წმინდა კირილესა და მეთოდეს სალოცავი
-
უბიწო ღვთისმშობლის ქანდაკება
-
საზეიმო სახლი ებრაულ სასაფლაოზე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ Historie města Podivín. Oficiální stránky města Podivín [online]. Web archiv Wayback Machine. 5. listopad 2019 [cit. 2025-09-17]. Dostupné z: https://web.archive.org/web/20191105181559/https://www.podivin.cz/mesto-podivin/historie/
- ↑ Historie a památky města cs. Město Podivín. ციტირების თარიღი: 2023-06-21
- ↑ Kaple sv. Cyrila a Metoděje cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-06-21
- ↑ Židovský hřbitov cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-06-21
- ↑ Židovský hřbitov cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-06-21