პლუტონის გული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლუტონის „გული“

ტომბო-რეჯიო, მისი ფორმიდან გამომდინარე, აგრეთვე ცნობილი როგორც პლუტონის გული[1][2][3]ჯუჯა პლანეტა პლუტონის ზედაპირის დიდი, კაშკაშა მახასიათებელი.[4][5][6] მდებარეობს ეკვატორიდან ოდნავ ჩრდილოეთით, ორ ბნელ რეგიონს — კთულუ-რეჯიოსა და კრუნ-მაკულას შორის.[7] 1000 კმ სიგანის მისი დასავლეთი რეგიონი, რომელიც აზოტითა და ყინულებითაა ამოვსებული, სპუტნიკ-პლანიტიას სახელითაა ცნობილი.[8][9] აღმოსავლეთ რეგიონი კი მაღლობებს მოიცავს, რომლებიც დაფარულია ატმოსფეროს გავლით, სპუტნიკ-პლანიტიადან გადმოტანილი აზოტის ყინულითა და სხვადასხვა ყინულოვანი დეპოზიტებით. მყინვარების დინების საშუალებით, აზოტის გარკვეული ნაწილი კვლავ სპუტნიკ-პლანიტიას უბრუნდება. სახელი ეწოდა პლუტონის აღმომჩენის, ამერიკელი ასტრონომის, კლაიდ ტომბოს პატივსაცემად.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომბო-რეჯიო ვრცელი, ნათელი ფერის რეგიონია, რომელიც დაახლოებით 1 590 კილომეტრზეა გადაჭიმული.[10] რეგიონის შემადგენელი ორი ნაწილი გეოლოგიურად განსხვავებულია. დასავლეთ ნაწილი — სპუტნიკ-პლანიტია უფრო გლუვია, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილი, ოდნავ განსხვავდება მათი შეფერილობაც.[11] არსებობს ვარაუდი, რომ დასავლეთ რეგიონი მსხვილი ობიექტის შეჯახების შედეგადა წარმოქმნილი დარტყმითი კრატერია, რომელიც აზოტის თოვლითაა ამოვსებული. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ რეგიონში არსებული კაშკაშა წერტილები მთის მწვერვალები იყო.[12] მართლაც, 2015 წლის 15 ივლისს, ხომალდ New Horizons-ის მიერ გამოგზავნილი ფოტოების შედგეგად დადგინდა, რომ ისინი წყლის ყინულით დაფარული 3400 მეტრი სიმაღლის მთებია; ასევე აღმოჩნდა, რომ ამ რეგიონში არ არის კრატერები.[13] შემდეგმა მონაცემებმა გამოამჟღავნა, რომ სპუტნიკ-პლანიტიას ცენტრი მდიდარია აზოტით, ნახშირჟანგით, მეთანის ყინულებით და რეგიონის კიდეებზე, ეს ნივთიერებები წარმოქმნიან მყინვარის მსგავს ყინულის დინებებს, რომლებიც გვერდით მდებარე ბნელ რეგიონთან შედარებით, ბევრად კაშკაშად გამოიყურება.[8] სპუტნიკ-პლანიტიას ზედაპირი დაყოფილია პოლიგონურ კონვექციურ უჯრედებად,[9] ასაკი კი 10 მილიონ წელზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლუტონი გეოლოგიურად აქტიურია.[14]

New Horizons-ის გადაფრენამდე, გასული ექვსი ათწლეულის მანძილზე, პლუტონის ეს მახასიათებელი კაშკაშა წერტილის სახით იყო იდენტიფიცირებული, თუმცა შეუძლებელი იყო საკმარისი რეზოლუციით გადაღება იმისათვის, რათა მომხდარიყო მისი ფორმის განსაზღვრა. მთელი ამ დროის მანძილზე, მას აკვირდებოდნენ როგორც მბზინავ წერტილს.[15]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომბო-რეჯიოს იდეინტიფიცირება ზონდ New Horizons-ის მიერ გამოგზავნილი სურათების წყალობით მოხდა. თავდაპირველად, ფიზიკური ფორმის გამო, NASA-მ მას „გული“ უწოდა.[16] თუმცა, 2015 წლის 15 ივლისს, New Horizons-ის გუნდმა მას პლუტონის აღმომჩენი ასტრონომის, კლაიდ ტომბოს პატივსაცემად ტომბო-რეჯიო უწოდა (ლათ. regio — რეგიონი).[17] აღნიშნული სახელი უნდა დაადასტუროს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა. როგორც კავშირის თავმჯდომარე, რიტა შულცი აცხადებს, ორგანიზაცია ასეც მოიქცევა და ამ პლუტონის ამ რეგიონს ოფიციალურად უწოდებს ტომბო-რეჯიოს.[18]

ზოგიერთებმა ის დისნეის პერსონაჟს, ჯუჯა პლანეტის სეხნია ძაღლ პლუტოსაც მიამსგავსეს.[19][20][21] The Walt Disney Company-მ ეს მსგავსება აღიარა და მოკლე ანიმაციაც მიუძღვნა.[19]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New data reveals that Pluto's heart is broken. Washington Post. 14 July 2015. Retrieved 15 July 2015.
  2. Coming today: a close-up of Pluto's heart. New York Times. 15 July 2015. Retrieved 15 July 2015.
  3. New Horizons spacecraft displays Pluto's big heart დაარქივებული 2015-07-16 საიტზე Wayback Machine. . NASA.gov. 14 July 2015. Retrieved 15 July 2015.
  4. O'Kane, Sean. This is the first high resolution image of Pluto's surface (15 July 2015). ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  5. Coldewey, Devin. Latest New Horizons Photo Shows Close-Up of Pluto's Young Mountains. Comcast (15 July 2015). ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  6. The New York Times. New Horizons Reveals Ice Mountains on Pluto (15 July 2015). ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  7. McKinnon, Mika. Places on Pluto are Being Named for Your Darkest Imaginings. ციტირების თარიღი: 23 July 2015.
  8. 8.0 8.1 New Horizons Discovers Flowing Ices on Pluto. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 25 July 2015.
  9. 9.0 9.1 Lakdawalla, Emily. (2015-12-21) Pluto updates from AGU and DPS: Pretty pictures from a confusing world. The Planetary Society. ციტირების თარიღი: 2016-01-24
  10. Feltman, Rachel. New map of Pluto reveals a ‘whale’ and a ‘donut’. The Washington Post (8 July 2015). ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  11. Feltman, Rachel. New data reveals that Pluto’s heart is broken. The Washington Post (14 July 2015). ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  12. Achenbach, Joel. New Horizons reaches Pluto, sees complex terrain with ‘great mounds’. The Washington Post (14 July 2015). ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  13. Orwig, Jessica. The first insanely close-up photos of Pluto reveal water on its surface. Business Insider (15 July 2015). ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  14. Marchis, F.; Trilling, D. E. (2016-01-20). „The Surface Age of Sputnik Planum, Pluto, Must Be Less than 10 Million Years“. PLOS ONE. 11 (1): e0147386. arXiv:1601.02833. Bibcode:2016PLoSO..1147386T. doi:10.1371/journal.pone.0147386.
  15. Crockett, Christopher. Mission to Pluto: Live coverage: Sitting and speculating. Science News (14 July 2015). ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  16. NASA’s New Horizons: A “Heart” from Pluto as Flyby Begins. NASA (8 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  17. Kelly Beatty. (2015)Pluto and Charon Dazzle with Diversity. Popular Mechanics. ციტირების თარიღი: 16 July 2015.
  18. Boyle, Alan. (25 August 2015) Pluto, we have a problem: Some geographical names may not fly on official maps. GeekWire. ციტირების თარიღი: 14 September 2015.
  19. 19.0 19.1 Westfall, Mike. (14 July 2015) Does Pluto's bright spot look more like a heart or the Disney dog?. Bay News 9. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 16 July 2015.
  20. Newcomb, Alyssa. (14 July 2015) New Horizons Space Probe: Pluto Gets the Meme Treatment. ABC News. ციტირების თარიღი: 16 July 2015.
  21. The best Pluto memes. Well done, internet. BBC (15 July 2015). ციტირების თარიღი: 16 July 2015.