პლოტნიკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლოტნიკოვის სახლი
რუს. Дом Плотникова
კოორდინატები 47°34′29″N 41°05′50″E / 47.574627° ჩ. გ. 41.097106° ა. გ. / 47.574627; 41.097106
მდებარეობა კონსტანტინოვსკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ეკლექტიკა
დასრულების თარიღი 1908-1912

პლოტნიკოვის სახლი (რუს. Дом Плотникова) — ძველი სახლი კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1912 წელს. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: კონსტანტინოვსკი, ლენინის ქუჩა № 28.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში როსტოვის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვსკში შენდებოდა ბევრი შენობა ეკლექტიკის სტილში. ეს სტილი ერთ შენობაში აერთიანებდა როკოკოს, ბაროკოს, რენესანსისა და მოდერნის დეკორატიულ ფორმებს. ასეთ სტილშია აშენებული ორსართულიანი აგურის სახლი კონსტანტინოვსკში, რომელიც ეკუთვნოდა ვაჭარ პლოტნიკოვს, რომელიც მდებარეობს 25 ოქტომბრისა და ლენინის ქუჩის გადაკვეთაზე. სახლი აგებულია 1912 წელს პლოტნიკოვის ფინანსებით. თავდაპირველად აქ ვაჭრობდნენ ქსოვილებით, ხატებით და ა. შ.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ კონსტანტინოვსკში მდებარე ორსართულიანი აგურის სახლი ნაგებია წიტელი აგურით ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. შენობას გააჩნია სართულთშორისი კარნიზი. შვიდი ნახევარწრიული ფანჯარა, რომლებიც მეორე სართულზე გაფორმებულია სანდრიკებით და პილასტრებით. სახურავზე ორი ატიკი მდებარეობს სამერცხლულით. შენობის პირველი სართული რუსტირებულია და აქვს დიდი ვიტრინები[1]. შენობას აქვს ორი შესასვლელი. ანალოგიურია სახლის ფასადი 25 ოქტომბრის ქუჩიდან.

პლოტნიკოვის სახლის სარდაფში ვრცელი საწყობებია განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.