პლესურის ალპები
იერსახე
პლესურის ალპები | |
---|---|
კოორდინატები: 46°44′ ჩ. გ. 9°38′ ა. გ. / 46.733° ჩ. გ. 9.633° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ტერიტორიული ერთეული | გრაუბიუნდენის კანტონი |
უმაღლესი წერტილი | აროზერ-როთორნი |
სიმაღლე | 2985 მ |
პლესურის ალპები — ქედი ალპებში, აღმოსავლეთ შვეიცარიაში. მიეკუთვნება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს. სახელი ეწოდა მდინარე პლესურისგან, რომელიც ქედს ცენტრიდან იღებს სათავეს. დასავლეთის მხრიდან, გლარნის ალპებისგან გამოყოფილია მდინარე რაინის ხეობით, ჩრდილოეთიდან, რეტიკონის ქედისგან — მდინარე პრეტიგაუს ხეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ალბულის ალპებისგან — მდინარე ლანდვასერის ხეობით, სამხრეთიდან, ობერჰალბშტაინის ალპებისგან — მდინარე ალბულის ხეობით.
ქედის შუა ნაწილში მდებარეობს სათხილამური კურორტი აროზა.
უმალღესი მწვერვალებია აროზერ-როთორნი (2985 მ) და შტეცერჰორნი (2576 მ).
პლესურის ალპებში არსებული უღელტეხილია შტრელა, 2377 მ სიმაღლეზე, დავოსსა და ლანგვისს შორის.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ტბა აროზის სიახლოვეს
-
ლენცერჰორნის მწვერვალი