პლეისტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლეისტონი (ბერძნ. plēusis — ცურვა, pleō — მივცურავ) — წყლის იმ ორგანიზმთა ერთობლიობა, რომლებიც ბინადრობენ მის ზედაპირზე ან ჩაყურსული არიან. პლეისტონის მრავალი ორგანიზმი ქმნის აირის კამერებს (სიფონოფორა ფიზალია) ან გამოყოფს ქაფისმაგვარ სითხეს (აქტინია მინიასი და სხვ.); ზოგი საყრდენად იყენებს წყლის ზედაპირულ აპკს, მცენარეებიდან პლეისტონს ეკუთვნიან, მაგ., სარგასუმისებრნი წყალმცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]