შინაარსზე გადასვლა

პლეიადები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლეიადები
პლეიადები

პლეიადები (ძვ. ბერძნ. Πλειάδες) — ატლანტისა და პლეიონეს შვიდი ქალიშვილი.[1]

ერთ-ერთი მითის თანახმად ერთი დის — ჰიადის გარდაცვალების გამო დამწუხრებულმა დებმა თავი მოიკლეს, რის შემდეგაც ღმერთებმა ისინი თანავარსკვლავედად აქციეს.[1] სხვა ვერსიით, ორიონის მიერ მათი დევნით გაწამებულმა დებმა ღმერთებს დახმარება შესთხოვეს. ღმერთებმა ისინი აქციეს ჯერ მტრედებად, ხოლო შემდეგ ვარსკვლავებად. დოდონაში, სადაც მტრედები ითვლებოდნენ წმინდა ფრინველებად, ასეთი ვარიანტიც არსებობდა: მტრედებად ქცეული პლეიადები ზევსს ამბროსიას უზიდავდნენ. ერთხელ მათ ამბროსია მიჰქონდათ და სიმპლეგადებს შორის გადაიფრინეს. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი კლდეებს შორის მოყვა და დაიღუპა.[1] ზევსმა ეს უკანასკნელი სხვა მტრედით შეცვალა. მოგვიანებით პლეიადები მიჩნეულ იქნენ ციურ ფერიებად და მათთან გააერთიანეს მაია, ელექტრა და ტაიგეტე.

თანავარსკვლავედის შვიდი ვარსკვლავიდან მეშვიდე სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ფერმკრთალი ჩანს, რის ახსნასაც ცდილობს მეშვიდე პლეიადის შესახებ არსებული მითი.[1] ერთი მითის მიხედვით, მეშვიდე ვარსკვლავი დედამიწიდან კარგად არ ჩანს, რადგან დაღუპული მტრედი ზევსმა სხვა მტრედით ჩაანაცვლა. სხვა ვერსიით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მეშვიდე პლეიადი ცოლად გაჰყვა მოკვდავს და ის სირცხვილის გამო იმალება.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). "განათლება", გვ. 254.