პლევრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილტვის გეგმა რომელიც გვიჩვენებს პლევრას

პლევრა (ლათ. Pleura) — გულმკერდის ღრუს ძირითადი სეროზული გარსი, რომელიც ორ განცალკევებულ ღრუს ქმნის ცალ-ცალკე თითოეული ფილტვისთვის. პერიტონიუმის მსგავსად პლევრას აქვს ორი ფურცელი: ორგანოს მფარავი- ვისცერული, ანუ ფილტვის პლევრა და პარიესული, ანუ კედლის ამყოლი პლევრა, რომლითაც იგი გულმკერდის ღრუს კედლებს ამოფენს. მდებარეობის მიხედვით პარიესული პლევრის ნაწილებია - ნეკნების მხრიდან - ნეკნების პლევრა, დიაფრაგმის მხრიდან - დიაფრაგმის პლევრა, ხოლო მედიალური მხრიდან იგი გადაეკვრის შუასაყრის ორგანოებს და ქსოვილებს და ქმნის შუასაყრის პლევას ამგვარად გულმკერდის პარიესული პლევრა თითქმის იმეორებს ფილტვებისა და მასზე გადაკრული ვისცელარული პლევრის ფორმას და ამიტომ პლევრის ღრუს ნაპრალის ფორმა აქვს, ცალკეული ადგილის გარდა, სადაც მისი რი ფურცელი მნიშვნელოვნად სცილდება ერთმენეთს და იქმნება პლევრის ჯიბეები. ასეთი ჯიბეებიდან მნიშვნელოვანია: ნეკნ-შუასაძგიდის ჯიბე - ნეკნების პლევრის დიაფრაგმულ პლევრაში გადასვლის ადგილზე (ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც მოცულობით, ასევე პრაქტიკულად), ნეკნ-შუასაყრის ჯიბე ნეკნების პლევრის შუასაყრის პლევრაში გადასვლის ადგილზე და შუასაძგიდ-შუასაყრის ჯიბე (სინუსი). ნეკნებისა და შუასაყრის პარიესული ფურცლები ერთმანეთს ხვდება ფილტვის მწვერვალზე და ქმნის პლევრის გუმბათს. პლევრის პარიესული ფურცლის გადასვლა ვისცერალურში ხდება ფილტვის ფესვის ირგვლივ. პლევრის პარიესული ფურცლის (შესაბამისად პლევრის ღრუსი) საზღვრები მთლიანად არ ემთხვევა ფილტვის საზღვარს და მისი ქვედა საზღვარი ასეა წარმოდგენილი: მკერდის ხაზზე — VI-VII ნეკნის დონეზე, ლავიწის შუა ხაზზე - VII ნეკნის ქვედა კიდეზე, იღლიის ხაზზე - X ნეკნის დონეზე, ბეჭის ხაზზე — XI-XII ნეკნის დონეზე, უკანა შუა ხაზზე — XII ნეკნის დონეზე. ფილტვის პლევრის ვისცელარული ფურცლის საზღვრსა და პარიესული ფურცლის საზღვარს შორის ყველაზე დიდი დაცილებაა, რაც ნეკნ-დიაფრაგმის ჯიბის მაქსიმალურ სირრმეს შეესაბამება. მარჯვენა და მარცხენა ფილტვის პარიესული ფურცლების წინასაზღვრები ზედა ნაწილში დაცილებულია ერთმანეთისგან. ფილტვის მწვერვალის შესაბამისად მათ შორის მათ შორის მოექცევა მკერდუკანა ჯირკვალი, ხოლო ქვევიტ მარცხენა ფილტვის პარიესული პლევრა IV ნეკნის დონეზე გადაუხვევს მარცხნივ და აკეთებს რკალს გულის ამონაჭდევის შესაბამისად. ამგვარად, წინა კედელზე პლევრისგან თავისუფალი ორი მნიშვნელოვანი სივრცეა - ზედა ნაწილში ეგრეთ წოდებული მკერდუკანა ჯირკვლის სამკუთხედის, ხოლო ქვევით და მარცხნივ - პარიკარდიუმის სამკუტხედის სახიტ. ახალშობილის მარჯვენა პლევრის წინა საზღვარი იწყება მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის თავებს შორის სივრციდან, გადაკვეთს მკერდ-ლავიწის სახსარს, მიყვება ქვევით მკერდის ძვლის კიდეს VI ნეკნამდე, სადაც მკვეთრად უხვევს მარჯვნივ (ლატერალურად), გაუვლის IV ნეკნთაშუა სივრცეს, V ნეკნის ხრტილს და აღწევს VI ნეკნის ხრტილოვან ბოლოს,აქედან უხვევს და გადადის ქვედა საზღვარში, როგორც უკან მარჯვენა საზღვირის ანალოგიურად გრძელდება. ამგვარად მკერდის ძვლის უკან თვით ხერხემლის სვეტამდე პარიესული პლევრის მარჯვენა და მარცხენა კედლები (შუასაყარის პლევრა) შემოსაზღვრავს საკმაოდ ვრცელ ცილინდრული ფორმის სივრცეს - შუასაყარს. ამგვარად შუასაყარში მოქცეულ ყველა ორგანოს პლევრის ღრუს გარეშე (ექსტრაპლევრული) მდებარეობა უკავია.

შუასაყრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუასაყარი პირობითი სიბრტყით, რომელიც ფრონტალურად სასულესა და მთავარი ბრონქების შუაზე გაივლის, იყოფა შუასაყრად (ლათ. mediastinum anterius) და უკანა შუასაყრად (ლათ. mediastinum posteriusi). წინა შუასაყარში პლევრის ფარისეულ ფურცლებს შორის მოქცეულია მკერდის უკანა ჯირკვალი, გული თავისი სეროზული გარსით, ზედა ღრუ ვენა, აორტა და მისი ტოტები, დიაფრაგმის ნერვები, ლიმფური ძარღვები და ლიმფური კვანძები. უკანა შუასაყარში, ასევე პლევრის ფარისეულ ფურცლებს შორის, მდებარეობს საყლაპავი მილი, გულმკერდის აორტა, გულმკერდის ლიმფური სადინარი, ცდომილი ნერვი, სიმპათიკური წველები და მათი ტოტები, კენტი და ნახევრად კენტი ვენა და ლიმფური კვანძები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თვალაძე გ., ადამიანის ანატომია, ტ. 2, გვ. 541-543.