საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დასადგენი პლებისციტი (2008)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დასადგენი პლებისციტი (2008) — პლებისციტი საქართველოში, რომელიც მიმდინარეობდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად.

საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საქართველოს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარება 2008 წლის გაზაფხულზე. მოთხოვნას არ ეთანხმებოდა საქართველოს ხელისუფლება. გამართული აქციები 2007 წლის 7 ნოემბერს დემონსტრაციების აღკვეთით და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომით დასრულდა. 2008 წლის 5 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად დაინიშნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დასადგენი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი (2008).

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფერენდუმის კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის გაზაფხულზე?“

დიახ არა სულ
ხმების რაოდენობა 1,410,269 358,328 1,768,597
% 79.17 20.82 100.00

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პლებისციტს სავალდებულო ძალა არ გააჩნია, მიუხედავად ამისა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა 21 მაისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]