პლატონ ჭკადუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლატონ სიმონის ძე ჭკადუა (დ. 1904, სოფელი ბედია, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია) — საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლატონ ჭკადუა დაიბადა 1904 წელს სოფელ ბედიაში, გლეხის ოჯახში. ბედიაში სკოლის არქონის გამო ცხოვრობდა სოფელ ფოქვეშში, სადაც სწავლობდა საეკლესიო-სამრევლო სკოლაში. 4 წლის შემდეგ პლატონ ჭკადუა შევიდა ოქუმის დაწყებით სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1921 წელს.

1923 წელს ილია ჭკადუა მოეწყო სოხუმის პედაგოგიური სასწავლებლის ინტერნატში. იმავე წელს ის შევიდა ლენინური კომკავშირის რიგებში და დაიწყო აქტიური კომკავშირული მუშაობა. 1926 წელს ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ერთი წლის განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ აფხაზურ ათარაში. 1928-1930 წლებში მუშაობდა ლიტერატურულ თანამშრომლად გაზეთ „აფსნი ყაფშში“, შემდეგ გუდაუთის რაიონის პროკურორად, აფხაზურ ათარის სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ. 1931 წელს პლატონ ჭკადუა დაინიშნა აფხაზეთის სახელმწიფო გამომცემლობის პასუხისმგებელ რედაქტორად, შემდეგ ისევ დაინიშნა სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ.

1933-1934 წლებში მუშაობდა რაიონულ გაზეთის რედაქტორად ოჩამჩირეში, შემდეგ გაზეთ „აფსნი ყაფშის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილედ, ბოლოს კი აფხაზეთის სახელგამის მმართველად.

პლატონ ჭკადუა იყო აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად სოხუმის რაიონის აფხაზური ათარის №69 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №116 (214), 23 მაისი, 1938