პლატონ წიქორიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პლატონ წიქორიძე
19 მაისი, 1918
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი ინტაბუეთი
კუთვნილება საქართველოს სსრ
ჯარის სახეობა საბჭოთა კავშირის არმია
სამხედრო სამსახურის წლები 19391967
წოდება პოლკოვნიკი 1964 წლიდან
ნაწილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი
მეთაურობდა 1948-1965
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი - 1942
სამსახურიდან გადადგომა 1967

პლატონ ლუკას ძე წიქორიძე (დ. 9 მაისი, 1918, სოფ. ინტაბუეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 23 დეკემბერი, 1994) — საბჭოთა კავშირის გმირი (17 ნოემბერი, 1942), პოლკოვნიკი (1964), სკკპ წევრი 1940 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი. 1939 წელს მონაწილეობდა დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. 1940–1943 წლებში მუშაობდა მოგილიოვის სამხედრო სასწავლებელში პედაგოგად. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. დიდი სამამულო ომის (1941–1945) დროს ქერჩ-ელტიგენის სადესანტო ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1948 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1948–1965 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში სამეთაურო თანამდებობებზე. 1965 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამხედრო კათედრის გამგე. 1967 წლიდან წიქორიძე თადარიგშია.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვადასხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]