პლატონ ღვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლატონ ზაქარიას ძე ღვალაძე (დ. 1898, სოფელი მორძგვეთი, ჭიათურის რაიონი — გ. 1975, ჭიათურა) — ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), საქართველოს დამსახურებული აგრონომი (1970). ცნობილი პედაგოგის ელეფთერ ღვალაძისა და ბიოქიმიკოსის, პროფესორ ვარლამ ღვალაძის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი (1924). მოღვაწეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჭიათურის მეურნეობის მთავარ აგრონომად. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო შრომა, მათ შორის რამდენიმე წიგნი აგრონომიის სხვა და სხვა საკითხზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 131.