პლატონ ფაჩულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლატონ ზურაბის ძე ფაჩულია (დ. 1879 — გ. 1948) — ქართველი სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე რუსეთის იმპერიის პოლიციაში მსახურობდა. 1918-1919 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო რაზმის მეთაურის — მელქისედეკ (მექი) კედიას მოადგილე, 1919-1921 წლებში — სისხლის სამართლის მილიციის უფროსი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც 1923-1941 წლებში მაწვნის ბიზნესი ჰქონდა. ემიგრაციაში მისი ქალიშვილი ვალია ცოლად ჰყავდა მექი კედიას ვაჟს — მიხეილ კედიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]