პლატონ ელიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მღვდელი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილი (დ. 1819) — ქართველი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი. ეპისკოპოს ექვთიმე ელიაშვილის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1835-1841 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1841 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 10 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ეკლესიაში წინამძღვრად დანიშნა. 1844 წლის 16 სექტემბერს სამრევლოში კეთილსინდისიერი მოღვაწეობის გამო მღვდელთმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1849 წელს თბილისის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვრად გადმოიყვანეს. 1862 წლის 28 აგვისტოს მამა პლატონს 35 წლის ასაკში სიმსივნით გარდაეცვალა მეუღლე — ბარბარე. 1864 წლის 25 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1969 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1872 წლის ბოლოს პენსიაზე გავიდა და უშტატო მღვდელთმსახურად მოღვაწეობდა წმინდა მარინეს ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)“, საპატრიარქოს უწყებანი, №38, 6-12 ნოემბერი, 2008, 18-20