პლატონ დადვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლატონ ლაზარეს ძე დადვანი (დ. 1 აპრილი, 1913, მესტია, — გ. 1989) — ქართველი ლოტბარი, პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958).

თბილისის საგზაო–საავტომობილო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მესტიის პედაგოგიურ სასწავლებელში ასწავლიდა ხატვასა და მუსიკას. აქვე ჩამოაყალიბა მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდი, აღადგინა და ჩაწერა არაერთი ძველი სვანური სიმღერა, განავითარა და დახვეწა სვანური ცეკვები (განსაკუთრებით ფერხული). იყო მესტიის კულტურის სახლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]