პლატონ გოგორიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პლატონ ვლადიმერის ძე გოგორიშვილი (დ. 25 აგვისტო, 1899, სოფ. ბზვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 20 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980, გარდაცვალების შემდეგ; სხვებთან ერთად).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს დაამთავრა თსუ. 1930 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში (1934 წლიდან – ლაბორატორიის გამგე). 1929-1972 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო თბილისის სტომატოლოგიური ინტსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1935-1948). საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კომპლექსნაერთთა კვლევას, დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნაბურღი წყლებიდან იოდის მიღების ახალი მეთოდი, შეიმუშავა მადნეულის სპილენძის სულფიდური მადნების გადამუშავების ავტოკლავურ-ჰიდრომეტალურგიული მეთოდი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]