პლატოვის ძეგლი (კამენსკ-შახტინსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლატოვის ძეგლი
Памятник Платову
მდებარეობა კამენსკ-შახტინსკი, რუსეთი
თარიღდება 2003
მიძღვნილია მატვეი პლატოვი

პლატოვის ძეგლი (რუს. Памятник Платову) — ძეგლი კამენსკ-შახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება ატამან მატვეი პლატოვს. გაიხსნა 2003 წლის 14 ოქტომბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის კაზაკების ატამანის, კავალერიის გენერლის (1809 წ.), ალექსანდრე სუვოროვის თანამებრძოლის[1] მატვეი ივანეს ძე პლატოვის (1751-1818 წწ.) ძეგლი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის ყველა ბრძოლაში და ომში, რომელიც გაიმართა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, კამენსკ-შახტინსკში დადგეს 2003 წელს. ატამანის ინიციატივით დაარსდა სტანიცა კამენსკაია.

ძეგლი არის ატამანის ბიუსტი, რომელიც დგას კვარცხლბეკზე. პლატოვის ძეგლი გაიხსნა 2003 წლის 14 ოქტომბერს, ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე, რომელსაც განსაკუთრებით პატივს მიაგებენ დონელი კაზაკები. ძეგლი დადგეს კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესიის გვერდით ატამან პლატოვის მოედანზე. შემოსაზღვრულია აჟურული მეტალის ღობით, რომელიც დამაგრებული აქვს აგურის პატარა ბოძებს.

1921 წელს კამენსკ-შახტინსკში დაარსდა ამჟამინდელი პლატოვის მოედანი. მოედანი ჩამოაყალიბეს მას შემდეგ, რაც დაანგრიეს პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ტაძარი, რომელიც აგებული იყო გუმბათამდე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო მისი მშენებლობა შეწყდა. მოედანმა მიიღო პეტრე-პავლეს მოედნის სახელი. საბჭოთა მმართველობის პერიოდში მოედანმა მიიღო საბჭოთა რევოლუციონერის, საბჭოთა სამხედრო მოღვაწის, გენერალ-პოლკოვნიკ ეფიმ შჩადენკოს სახელი, რომელიც წარმოშობით იყო სტანიცა კამენსკაიიდან (ამჟამად კამენსკ-შახტინსკი).

2010 წლის სექტემბერში მოედანს გადაარქვეს სახელი მატვეი პლატოვის პატივსაცემად. მოედანზე დადგეს სამახსოვრო სტელა და პლატოვის ბიუსტი. მოედანზე ასევე დადგეს მემორიალური ფილა წარწერით „პლატოვის მოედანი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. М. Кочергин. Платов, Иван Матвеевич (ст.) // Русский биографический словарь : в 25 томах / Под наблюдением председателя Императорского Русского Исторического Общества А. А. Половцева. — СПб., 1905. — Т. 14: Плавильщиков — Примо