პლანჩონ-პეტეროა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პლანჩონ პეტეროა)
პლანჩონ-პეტეროას ხედი მისი ერთ-ერთი მწვერვალიდან
პლანჩონ-პეტეროა

პლანჩონ-პეტეროა — ვულკანური კომპლექსი სამხრეთ ამერიკაში. გადაჭიმულია არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ასაკის ვულკანს და კალდერას. უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 4,107 მეტერზე მდებარეობს. კომპლექსში შედის კრატერის ტბაც.

2010 წლის 6 სექტემბრის ამოფრქვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 6-დან 18 სექტემბრამდე ვულკანი განიცდიდა ძლიერ ამოფრქვევებს. 21 სექტემბერს კიდევ ერთი ამოფრქვევა მოხდა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ დიდი რაოდენობით შავი ფერფლი ამოიფრქვა. პროცესს არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, რადგან მოსახლეობა წინასწარ იქნა ევაკუირებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]