Planet Earth II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პლანეტა დედამიწა II)
Jump to navigation Jump to search
Planet Earth II
Planet Earth II.png
ჟანრი დოკუმენტური ფილმი ბუნების თემატიკაზე
ავტორი BBC
მთხრობელი დეივიდ ეტენბორო
თემის კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ეპიზოდი 6
ეთერი
ჩვენების ფორმატი 576i
1080i
4K UHD
პირველად ეთერში 6 ნოემბერი, 2016
საიტი bbc.co.uk/programmes/p02544td

Planet Earth II (ქართ. პლანეტა დედამიწა II) — 2016 წლის ბრიტანული დოკუმენტური ფილმი ბუნების თემატიკაზე; გადაღებულია BBC-ის მიერ, როგორც 2006 წელს გამოსული Planet Earth-ის გაგრძელება.[1] სერიალს უძღვება და ჰყვება სერ დეივიდ ეტენბორო, მუსიკის მთავარი თემა კი ჰანს ციმერის მიერაა შექმნილი.[2][3]

პირველი ანონსი 2016 წლის 9 ოქტომბერს გამოვიდა, პრემიერა კი გაერთიანებულ სამეფოში 6 ნოემბერს, BBC One-ისა და BBC One HD-ის ეთერში შედგა.[4] Planet Earth II BBC-ის მიერ გამოშვებული პირველი სატელევიზიო სერიალია ულტრა-მაღალი გარჩევადობით (4K).[5][6]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი BBC-მ 2013 წელს დააანონსა სამუშაო სათაურით One Planet, თუმცა მოგვიანებით სახელი შეიცვალა და Planet Earth II ეწოდა.[7][8][9]

2006 წელს გამოსული Planet Earth ბუნების თემატიკაზე გადაღებული ერთ-ერთი პირველი დოკუმენტური ფილმი იყო მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატში, Planet Earth II-ში კი კიდევ უფრო უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, მათ შორის ულტრა-მაღალი გარჩევადობა (4K), გაუმჯობესებული კამერის სტაბილიზაცია, დისტანციური გადაღება და საჰაერო დრონის ტექნოლოგია.[9]

მაუწყებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Planet Earth II-ის დებიუტი ბრიტანულ ტელევიზიაში 6 ნოემბერს შედგა და ამჟამად BBC One-ისა და BBC One HD-ის ეთერში გადის, შედგება ექვსი ეპიზოდისგან.

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო მასშტაბით, სერიალი BBC Earth-ის ეთერში გავა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნისათვის იქნება გამონაკლისი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმის ჩვენება 2017 წლის 28 იანვრიდან, ყოველ ორშაბათს, BBC America-ს ეთერში შედგება.[10]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „კუნძულები“ — 6 ნოემბერი, 2016
  • „მთები“ — 13 ნოემბერი, 2016
  • „ჯუნგლები“ — 20 ნოემბერი, 2016
  • „უდაბნოები“ — 27 ნოემბერი, 2016
  • „მდელოები“ — 4 დეკემბერი, 2016
  • „ქალაქები“ — 11 დეკემბერი, 2016

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მთავარი მუსიკალური თემა ჰანს ციმერმა დაწერა, ორიგინალური მუსიკა თითოეული ეპიზოდისთვის კი იაკობ შეამ და იაშა კლებემ. ციფრულად 2016 წლის 11 ნოემბერს გამოვიდა.[11][12][13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hurley, Laura. “Planet Earth 2 Is Happening, Here's What We Know“, CinemaBlend.com, 22 February 2016. წაკითხვის თარიღი: 24 April 2016. 
  2. Barra, Leo. “David Attenborough to Narrate BBC Documentary Series 'Planet Earth II'“, Variety, 22 February 2016. წაკითხვის თარიღი: 24 April 2016. 
  3. ‘Planet Earth II’ Soundtrack Details. წაკითხვის თარიღი: 2016-11-13.
  4. Planet Earth II – Islands. BBC Media Centre.
  5. BBC captures nature in 4K for 'Planet Earth II'. engadget.co.uk (23 February 2016). წაკითხვის თარიღი: 19 October 2016.
  6. Planet Earth 2 from BBC will debut in 2016 in beautiful 4K UHD video quality. 4k.com (24 February 2016). წაკითხვის თარიღი: 19 October 2016.
  7. BBC commissions Blue Planet follow up. BBC News.
  8. MIPTV '14: ZDF to coproduce BBC series 'One Planet'. Realscreen.
  9. 9.0 9.1 Sir David Attenborough to present brand new landmark natural history series for BBC One. BBC Media Centre.
  10. ANNOUNCING: ‘Planet Earth II’ Premieres Saturday, January 28 on BBC America. BBC America. წაკითხვის თარიღი: 26 October 2016.
  11. 'Planet Earth II' Soundtrack Details. Film Music Reporter. წაკითხვის თარიღი: 26 October 2016.
  12. Planet Earth II (Digital Music Soundtrack). Amazon.co.uk.
  13. Planet Earth II (Original Television Soundtrack) by Hans Zimmer. iTunes Store US.