პლაკიდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლაკიდია
დაბადების თარიღი 439–443
რომი
გარდაცვალების თარიღი დაახლოებით 484
კონსტანტინოპოლი
ეროვნება რომაელი
პროფესია რომის იმპერატრიცა
მეუღლე(ები) ოლიბრიუსი
მშობლები მამა: ვალენტინიანე III
დედა: ლიკინია ევდოკია

პლაკიდია (ლათ. Placidia [plaˈkɪdɪ.a]) — დასავლეთ რომის იმპერატორის, ვალენტინიან III-ის ქალიშვილი. 454/455 წლებში ოლიბრიუსის ცოლი, რომელიც 472 წელს დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

455 წელს რომის დაცემისას გაიზერიხმა, ვანდალების მეფემ, პლაკიდია დედამისთან, ლიკინია ევდოკსიასთან და დასთან, ევდოკიასთან ერთად დაატყვევა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა ვანდალების სამეფოში, ამ დროს გაიზერხი ოლიბრიუსს ტახტის მოპოვებაში ეხმარებოდა. პლაკიდია და დედამისი აღმოსავლეთ იმპერიის იმპერატორმა, ლეო I-მა, დაახლოებით 461 წელს დაიხსნა. მან საკმაოდ დიდი ხანი გაატარა კონსტანტინოპოლში, სადაც დაახლოებით 461-462 წლებში დაიბადა მისი ქალიშვილი, ანიკია ჯულიანა. პლაკიდია რომში იმყოფებოდა მისი მეუღლის იმპერატორობის პერიოდშიც.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო ვალენტინიანე III-ისა და ლიკინია ევდოკსიას მეორე ქალიშვილი და ევდოკიას უმცროსი და, რომელიც მოგვიანებით გახდა ჰუნერიკის, ვანდალების მეფის გაიზერიხის ვაჟის ცოლი. ორივე დას ბებიების სახელი დაარქვეს. [1] იგი სავარაუდოდ, დაიბადა 439-443 წლებში. [2]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

454 ან 455 წელს პლაკიდია დაქორწინდა ანიციუს ოლიბრიუსზე, ანიციების ოჯახის წევრზე, [2]

თავდაპირველად იმპერატორმა ვალენტინიანემ განიზრახა პლაკიდიას დაქორწინება ახალგაზრდა კაცზე, სახელად მაჟორიანზე (მომავალი იმპერატორი). [3] რომაული წეს-ჩვეულებების თანახმად, პლაკიდიასთან ქორწინებით მაჟორიანი დაკავშირებული გახდებოდა რომის სამეფო ოჯახთან და ვალენტინიანეს მემკვიდრე გახდებოდა. როგორც კი ფლავიუს აეციუსმა შეიტყო ამ გეგმის შესახებ, მან მაჟორიანი თავის მამულებში გადაასახლა, ის რომში მხოლოდ აიეციუსის სიკვდილის შემდეგ მოიწვიეს. აეციუსმა ასევე სცადა თავისი პოზიციის გამყარება: „იმპერატორი აიძულა, რომ დაედო მასთან მეგობრობის ფიცი და დათანხმებულიყო პლაკიდიას თავის უმცროს ვაჟზე, გაუდენციუსთან დაქორწინებაზე“. [4]

მომაერტსის და კელის თეორიის მიხედვით, პეტრონიუს მაქსიმუსი, რომელიც ვალენტინიანე III-ის შემდეგ ავიდა ტახტზე, პლაკიდიას და ოლიბრიუსის დაქორწინების გეგმის უკან იდგა, მან ასევე ევდოკიაზე დააქორწინა მისი უფროსი ვაჟი, პალადიუსი. [5]

ვანდალური ტყვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემატიანე მალქუსის თანახმად, „ამ დროს იმპერატრიცა ევდოკსია, იმპერატორი ვალენტინიანეს ქვრივი და იმპერატორ თეოდოსიუსა და ევდოკიას ასული, რომელიც რომში იმყოფებოდა, განრისხებული იყო ტირან მაქსიმიანზე მეუღლის მკვლელობის გამო. მან იმპერატორის, მაქსიმიანის წინააღმდეგ მოიწვია ვანდალი გაიზერიხი, აფრიკის მეფე. გაიზერიხი მოულოდნელად დაესხა თავს რომს, აიღო ქალაქი და გაანადგურა მაქსიმეს მთელი ძალები, გაიზერიხმა სასახლიდან ყველაფერი თან წაიღო, მათ შორის ძვირფასი ბრინჯაოს ქანდაკებები. მან გადარჩენილი სენატორები ცოლებთან ერთად ტყვეობაში წაიყვანა; მათთან ერთად ასევე იყო იმპერატრიცა ევდოკსია და მისი ქალიშვილი ევდოკია და პლაკიდია, პატრიციუსი ოლიბრიუსის ცოლი, რომელიც რომის ალყის დროს კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა; მოგვიანებით, გაიზერიხმა, პლაკიდიას და, ევდოკია ჰუნერიკს შერთო ცოლად, ხოლო დედამისს და პლაკიდიას დიდი პატივი მიაგო“ (მატიანე 366). [6]

მემატიანე პროსპერ აკვიტანელის ცნობით, მაქსიმიანე რომში იმყოფებოდა, როცა ვანდალები რომს დაესხნენ. მან ქალაქის მოსახლეობას გაქცევის საშუალება მისცა, თუმცა, როდესაც თვითონ დააპირა გაქცევა, იგი იმპერიულმა მონებმა მოკლეს. მან სულ სამოცდაშვიდი დღე იმეფა, ხოლო მისი ცხედარი მდინარე ტიბრში გადააგდეს. ამ რთულ სიტუაციაში, პაპი ლეო I მოლაპარაკებას აწარმოებდა გაიზერიხთან ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. [6]

ოლიბრიუსი რომის ალყის დროს კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, ცოლის ტყვეობის გამო მასთან დიდ ხანს მოუწია განშორება. ის ეწვია დანიელ სტილიტს, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ევდოქსია და პლაკიდია დაბრუნდებოდნენ. [7]

იმპერატრიცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრისკე და იოანე ანტიოქელი იუწყებიან, რომ გაიზერიხს ჯერ კიდევ 461 წლამდე გაუჩნდა იდეა, რომ ოლიბრიუსი დასავლეთ რომის იმპერიის მმართველად დაენიშნა. პლაკიდიასთან ქორწინების გამო, ოლიბრიუსი ითვლებოდა თეოდოსიანთა დინასტიის მემკვიდრედ და ამავდროულად, ვანდალთა სამეფო ოჯახის წევრად. 465 წელს ლიბიუს სევერუსი გარდაიცვალა და გაიზერიხმა ოლიბრიუსი დასავლეთ იმპერიის ტახტის კანდიდატურაზე წარადგინა. [7]

პრისკუსის, პროკოპიუსის, იოანე მალალასის, თეოდორიუსის, ევაგრიუს სქოლასტიკოსის, იოანე ზონარასის და გიორგი კედრენეს ცნობების მიხედვით, პლაკიდია კართაგენში ტყვედ დაახლოებით 6-7 წლის განმავლობაში იყო. 461 ან 462 წელს ლეო I-მა, აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა, საკმაოდ ბევრი გადაიხადა ევდოქსიასა და პლაკიდიას გამოსასყიდად. მან სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი კონსტანტინოპოლში გაატარა. [2]

472 წელს დასავლეთ რომის იმპერატორი ანთიმოზი სამოქალაქო ომში ჩაერთო მისი სიძის, რიციმერის წინააღმდეგ. ჯონ მალალასის თქმით, ლეო I-მა გადაწყვიტა ჩარეულიყო და ოლიბრიუსი გაგგზავნა საომარი მოქმედებების ჩასახშობად. ოლიბრიუსს ასევე დაევალა გაიზერიხთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. მას შემდეგ რაც იმპერატორმა ოლიბრიუსის და რიციმერის მოკვლა ბრძანა, რიციმერი და ოლიბრიუსი ამჯერად ლეო I-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. [8]

472 წელს იმპერატორად ოლიბრიუსი გამოცხადდა, [7] დაიწყო რომის სამოქალაქო ომი.

ანთიმოზის გარდაცვალების შემდეგ, ოლიბრიუსი გახდა დასავლეთ რომის ერთადერთი იმპერატორი, ხოლო აწ უკვე იმპერატრიცა პლაციდია, კონსტანტინოპოლში თავის ქალიშვილთან ერთად იყო. 472 წლის 18 აგვისტოს რიციმერი ავთვისებიანი ცხელებით გარდაიცვალა, ხოლო ოლიბრიუსმა გუნდობადი დანიშნა თავის პატრიციად. [7]

რომის იმპერატორი ოლიბრიუსი გარდაიცვალა 472 წელს, უცნობია 22 ოქტომბერს თუ 2 ნოემბერს. კასიოდორუსის და მაგნუს ენოდიუსის ჩანაწერებში მისი გარდაცვალების მიზეზზე არაფერი წერია. ყველა ჩანაწერი მეტყველებს მხოლოდ მის მცირე ხნიან მმართველობაზე.

პლაციდია ალბათ უკანასკნელი დასავლეთ რომის იმპერატრიცაა, რომლის სახელიც შემორჩენილია. უცნობია, გლიცერიუსი და რომულუს ავგუსტუსი დაქორწინდნენ თუ არა, თუმცა იულიუს ნეპოტმა იქორწინა ვერინასა და ლეო I-ის დისშვილზე, რომლის სახელი არცერთ შემორჩენილ ჩანაწერში არ არის ნახსენები. [9]

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ერთადერთი შვილი იყო ანიცია ჯულიანა, რომელიც დაიბადა დაახლოებით 462 წელს. ჯულიანა ითვლებოდა „ყველაზე არისტოკრატ და მდიდარ მკვიდრად“. [10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stewart I. Oost, Galla Placidia Augusta: A biographical essay (Chicago: University Press, 1968), p. 247
  2. 2.0 2.1 2.2 Prosopography of the Later Roman Empire, vol. 2
  3. Oost, Galla Placidia Augusta, pp. 286f
  4. Oost, Galla Placidia Augusta, p. 287
  5. T.S. Mommaerts and D.H. Kelley, "The Anicii of Gaul and Rome," in John Drinkwater and Hugh Elton, Fifth-century Gaul: A Crisis of Identity? (Cambridge: University Press, 1992), p. 119
  6. 6.0 6.1 Ralph W. Mathisen, Petronius Maximus (17 March 455 - 22 May 455). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2022-03-03. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "ReferenceB" defined multiple times with different content; $2
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Ralph W. Mathisen, Anicius Olybrius (April/May 472 -- [11 July 472] -- 22 October or 2 November 472)
  8. Ralph W. Mathisen, "Anthemius (12 April 467 - 11 July 472 A.D.)". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-28. ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  9. Ralph W. Mathisen, Julius Nepos (19/24 June 474 - [28 August 475] - 25 April/9 May/22 June 480). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-04. ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  10. Maas, Michael. The Cambridge Companion to the Age of Justinian. Cambridge University Press, 2005. Page 439.