პლაზმური რაკეტული ძრავა
პლაზმური ძრავა — რაკეტული ძრავა, რომელშიც მუშა სხეული ღებულობს აჩქარებას, როცა იგი პლაზმის მდგომარეობაშია. მუშა სხეულის გამოდინების სიჩქარე, რომელიც მას პლაზმის ძრავაში აქვს, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი აირდინამიკული (ქიმიური ან თბური) ძრავების ზღვრული სიჩქარე. გამოდინების სიჩქარის გაზრდა მუშა ეულის ნაკლები ხარჯის პირობებში იძლევა მოცემული წევის მიღების შესაძლებლობას, რაც ამსუბუქებს რაკეტული სისტემის მასას. საბჭოთა და ამერიკულ კოსმოსურ საფრენ აპარატებში იყენებენ პლაზმურ ელექტრორეაქტიულ ძრავებს ასეთ პლაზმურ ძრავების მუშა სხეულში ატარებენ ენერგიის ბორტული წყაროდან მიღებულ ელექტროდენს, რის შედეგად იქმნება ათეულ ათასობით გრადუსი ტემპერატურის მქონე პლაზმა. შემდგომ პლაზმას ანიჭებენ აჩქარებას ან აირდინამიკურად, ან ამპერის ძალის ხარჯზე (ეს ძალა წარმოიქმნება დენისა და მაგნიტური ველის ურთიერთქმედებისას).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 94.