პიჩ-ლეიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიჩ-ლეიკი
ასფალტის ტბა
ასფალტის ტბა
კოორდინატები: 10°13′57″ ჩ. გ. 61°37′41″ დ. გ. / 10.23250° ჩ. გ. 61.62806° დ. გ. / 10.23250; -61.62806
მდებარეობა ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო
მაქსიმალური სიღრმე 80 
პიჩ-ლეიკი — ტრინიდადი და ტობაგო
პიჩ-ლეიკი

პიჩ-ლეიკი (ინგლ. Pitch Lake) — ბუნებრივი ტბა ტრინიდადი და ტობაგოში, კუნძულ ტრინიდადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ლა-ბრეასთან. ფართობი 40 ჰა აღწევს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 80 მ-ს. შეიცავს სუფთა თხევად ასფალტს, რომლის მარაგი დაახლოებით 6 მილიონ ტონად არის შეფასებული. ყოველწლიურად მოიპოვებენ ათი ათასობით ტონა ასფალტს. წარმოადგენს მსოფლიოში ბუნებრივი ასფალტის უდიდეს რეზერვუარს. ტბის წარმოქმნა დაკავშირებულია სიღრმულ რღვევებთან. ტბა აღმოაჩინა ინგლისელმა უოლტერ რელიმ 1595 წელს. ამჟამად ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ტბაში მოპოვებული მაღალხარისხიანი ასფალტი ექსპორტზე გააქვთ. ტრინიდადი და ტობაგოს მთავარ ექსპორტს სწორედ ასფალტი წარმოადგენს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]