შინაარსზე გადასვლა

პიჩინჩის ვულკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიჩინჩა
კოორდინატები: 0°10′16″ ს. გ. 78°35′53″ დ. გ. / 0.17111° ს. გ. 78.59806° დ. გ. / -0.17111; -78.59806
ქვეყანა ეკვადორი
სიმაღლე 4 784 მ. 
დაკავშირებული მთა ანდები
ტიპი სტრატოვულკანი
ვულკანური რკალი ჩრდილოეთ ვულკანური ზონა
ასაკი მეოთხეული
პირველი ასვლა 1582 წელს ხოსე ორტიგერასა და სხვების მიერ
ბოლო ამოფრქვევა 2002 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე
პიჩინჩის ვულკანი — ეკვადორი
პიჩინჩის ვულკანი

პიჩინჩასტრატოვულკანი ეკვადორში. დედაქალაქი კიტო მის აღმოსავლეთ ფერდობებზე მდებარეობს. მთის ორი უმაღლესი მწვერვალია ვავა პიჩინჩა (კიჩუა ვავა — ბავშვი, ჩვილი [1] ესპანურად გუაგუა პიჩინჩა) (4 784 მეტრი) და რუკუ პიჩინჩა (კიჩუა — რუკუ მოხუცი, [1] ესპანურად რუკუ პიჩინჩა) (4 698 მეტრი). აქტიური კალდერა მდებარეობს ვავა პიჩინჩაზე მთის დასავლეთ მხარეს.[2]

ორივე მწვერვალი ჩანს ქალაქ კიტოდან და პოპულარული აკლიმატიზაციის მარშრუტია ალპინისტებისთვის. ვავა პიჩინჩაზე ჩვეულებრივ შესვლა ხდება კიტოს გარეუბნის სოფელ ლოადან, რუკუზე კი ჩვეულებრივ ადიან კიტოს დასავლეთ მხარეს მდებარე ტელეფერიკოდან.

1999 წლის ოქტომბერში ვულკანი ამოიფრქვა და ქალაქი რამდენიმე სანტიმეტრი ფერფლით დაიფარა. ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევები მოხდა 1553[3] და 1660 წლებში, როდესაც ქალაქი დაახლოებით 30 სმ-ის ფერფლმა დაფარა.

პროვინციას, რომელიც აქ მდებარეობს ამ მთის მიხედვით დაერქვა სახელი. ასევეა ეკვადორის სხვა პროვინციების შემთხვევაშიც (მათ შორის კოტოპაქსი, ჩიმბორასო და იმბაბურა).

Dracula vampira, ორქიდეის ტიპია, რომელიც გვხვდება ვულკანზე. ზღვის დონიდან 1 900-2 200 მ სიმაღლეზე.

1660 წელს პიჩინჩამ განიცადა პლინიანური ამოფრქვევა, [4] რის შედეგადაც ფერფლი 1 000 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა, ხოლო კიტოზე 30 სანტიმეტრზე მეტი ფერფლი გავრცელდა.[5]

ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაიწყო 1998 წლის აგვისტოში.[5] 2000 წლის 12 მარტს ფრეატულმა ამოფრქვევამ იმსხვერპლა ორი ვულკანოლოგი, რომლებიც ლავის გუმბათზე მუშაობდნენ.

პიჩინჩის პრძოლა

ვულკანი წმინდად ითვლებოდა მრავალი კულტურისთვის, რომლებსაც მიეკუთვნებოდნენ მკვიდრი მოსახლეობა, ისინი ამ რეგიონში ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ესპანელებისა და სხვა ევროპელების გამოჩენემდე.

გუაგუა პიჩინჩაზე პირველი დაფიქსირებული ასვლა 1582 წელს მოხდა ხოსე ორტიგერას მიერ, რომელიც იყო ადგილობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

1737 წელს ეკვატორზე ფრანგული გეოდეზიური მისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის შარლ-მარი დე ლა კონდამინი, პიერ ბუგერი და ანტონიო დე ულოა, 23 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რუკუ პიჩინჩას მწვერვალზე. მათი ტრიანგულაციის სამუშაოების ნაწილი იყო განედის ერთი გრადუსის სიგრძის გამოთვლა.[6]

1742 წლის 17 ივნისს, იმავე მისიის დროს, ლა კონდამინმა და ბუგერი ავიდნენ პიჩინდაზე და ჩაიხედეს ვულკანის კრატერში, რომელიც ბოლოს 1660 წელს იყო ამოფრქვეული. ლა კონდამინმა ის, რაც იხილა, ქვესკნელს შეადარა.[7]

1802 წლის ზაფხულში ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი ავიდა და გაზომა ამ მთის და რეგიონის სხვა რამდენიმე ვულკანის სიმაღლე.[8] ჰუმბოლდტის ნაწერებმა შთააგონა მხატვარი ფრედერიკ ედვინ ჩერჩი მოენახულებინა და დაეხატა პიჩინჩა და სხვა ანდების მწვერვალები.[9]

1822 წლის 24 მაისს, გენერალ სუკრეს სამხრეთის კამპანია ესპანეთ-ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომში კულმინაციას მიაღწია, როდესაც მისმა ძალებმა დაამარცხეს ესპანეთის კოლონიური არმია ამ ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე. ეს შეტაკება, ცნობილი როგორც პიჩინჩის ბრძოლა, უზრუნველყოფდა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც დღეს ეკვადორის შემადგენლობაშია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Fabián Potosí, C (2009). Kichwa Yachakukkunapa Shimiyuk Kamu, Runa Shimi - Mishu Shimi, Mishu Shimi - Runa Shimi. Quito: Ministerio de Educación del Ecuador. 
  2. Hall, Minard (1977). El Volcanismo en el Ecuador (es). Sección Nacional del Ecuador. 
  3. Kington, John A. (2010). Climate and Weather. London: Harper Collins. ISBN 9780007185016. 
  4. Guagua Pichincha Volcano. Volcano Discovery. ციტირების თარიღი: 2018-04-19
  5. 1 2
  6. Ulloa, Antonio de (1806). A voyage to South America: describing at large the Spanish cities, towns, provinces, &c. on that extensive continent. John Stockdale, R. Faulder, Longman, Lackington and J. Harding, გვ. 214. 
  7. Ferreiro, Larrie (2011). Measure of the Earth: The Enlightenment Expedition that Reshaped Our World. Basic Books, გვ. 215. 
  8. Wolf, Andrea (2015). The Invention of Nature. Vintage Books. 
  9. Howat, John K. (2015). Frederic Church. New Haven: Yale University Press, გვ. 55. ISBN 9780300109887.