პიჩეს გელდოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიჩეს გელდოფი
Peaches Geldof-2.jpg
პიჩესი 2009 წლის სექტემბერში
მშობ. სახელი Peaches Geldof
დაბ. სახელი პიჩეს ჰანიბლოსომ გელდოფი
დაბ. თარიღი 13 მარტი, 1989
უესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი 7 აპრილი, 2014 (25 წლის)
კენტის საგრაფო, ინგლისი
ალმა-მატერი Queen's College
პროფესია ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, მოდელი
მეუღლე(ები) მაქსველ დრამი (2008–2011)
ტომას კოენი (2012–2014)
შვილ(ებ)ი ასტალა დილან უილოუ გელდოფ-კოენი
ფედრ ბლუმ ფორევერ გელდოფ-კოენი
მშობლები მამა: ბობ გელდოფი
დედა: პაულა იეტსი

პიჩეს ჰანიბლოსომ გელდოფ-კოენი (ინგლ. Peaches Honeyblossom Galdof-Cohen; დ. 13 მარტი, 1989, ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი — გ. 7 აპრილი, 2014, კენტის საგრაფო, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიჩეს გელდოფი დაიბადა 1989 წლის 13 მარტს[1] ლონდონში, ბრიტანელი მუსიკოსის ბობ გელდოფის და ტელეწამყვან პაულა იეტსის (1959—2000) ოჯახში (ქორწინებაში იყვნენ 1986—1996 წლებში). 11 წლის ასაკში პიჩესს დედა გარდაეცვალა, ჰეროინის გადაჭარბებული დოზის მიღებით. პიჩეს გელდოფს ჰყავს ორი ღვიძლი და, ფიფი ტრიკსიბელ გელდოფი და პიქსი გელდოფი. მას ასევე ჰყავს და დედის მხრიდან — თაიგერ ლილი ჰატჩინს-გელდოფი (დ. 1996). პიჩესი იზრდებოდა ჩელსიში, ლონდონსა და კენტში. განათლება მიიღო Queen's College-ში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა.
თვრამეტი წლის ასაკში მან დატოვა მამაისის სახლი და იქირავა ბინა იზლინგტონში, ლონდონის ჩრდილოეთში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიჩესის კარიერა ჟურნალისტიკაში დაიწყო 2004 წელს, გაზეთში Elle Girl სტატიების გამოქვეყნებით.
14-17 წლამდე წერდა ყოველკვირეულ სოციო-პოლიტიკურ სვეტს გაზეთში The Daily Telegraph, აქვს გამოქვეყნებული არაერთი სტატია გაზეთში The Guardian. მოგვიანებით მუშაობდა ტელეწამყვანადაც.
2007 წლის სექტემბერში ჰქონდა სამოდელო დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008—2011 წლებში ქორწინებაში იყო მაქს დრამისთან (დ. 1985)[2].
2012 წლის 8 სექტემბრიდან იმყოფებოდა ქორწინებაში ტომას კოენთან. წყვილს ჰყავს ორი ვაჟი — ასტალა დილან უილოუ (დ. 21 აპრილი, 2012)[3] და ფედრ ბლუმ ფორევერი (დ. 23 აპრილი, 2013).
2013 წელს, ტაბლოიდის მტკიცებით, პიჩეს გელდოფი გადავიდა თავისი მეორე მეუღლის აღმსარებლობაზე — იუდაიზმზე.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიჩეს ჰანიბლოსომ გელდოფი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა 7 აპრილს, 2014 წელს, კენტის საგრაფოში მდებარე სახლში[4]. კენტის პოლიციის პირველად განცხადებაში ნათქვამია: „ამ დროისთვის სიკვდილი განიხილიბა როგორც უეცარი და ამოუხსნელი“. ჩატარებულმა გვამის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზად ჰეროინის ზედოზირება დაასახელა. ამავე დროს, კენტის პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩხრეკის შედეგად პიჩეს გელდოფის სახლში ნაპოვნი იქნა 6.5 გრამი ჰეროინი.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]