შინაარსზე გადასვლა

პიქტოგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პიქტოგრაფია)
ნაციონალურ პარკებში გამოყენებული სიმბოლოები

პიქტოგრამა (ლათ. pictus — „დახატული“ და ბერძ. γράμμα — „ვწერ“) — ხატოვანი დამწერლობა აზრის ფიქსაციის უძველესი საშუალება ნახატის ან თანმიმდევრული ნახატების საშუალებით. მას მნემონიკური (შეხსენის) ფუნქცია აქვს. იგი პროდუქტია გვაროვნული წყობისა, როდესაც საზოგადოების ურთიერთობის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა მხოლოდ ბგერითი მეტყველება. პიქტოგრაფია წარმოშობით უკავშირდება პირველყოფილ სახვით ხელოვნებას, მაგრამ იგი ჩვეულებრივი ნახატისაგან განსხვავდება გამოყენებითი ხასიათით, რაც გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით. პიქტოგრამა აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ხოლო მათი ჯგუფი — გამონათქვამის ზოგად აზრს. ამ სისტემაში არ აისახება ენის ბგერითი მხარე, ენის დანაწევრება სიტყვებად, ამდენად მისი წაკითხვა შეუძლია ნებისმიერი ენის წარმომადგენელს. თუმცა პიქტოგრაფია წინგადადგმული ნაბიჯი იყო დამწერლობის განვითარების თვალსაზრისით, მას დამწერლობა მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: