პიტონ-დე-ნეჟი
იერსახე
პიტონ-დე-ნეჟი | |
---|---|
პიტონ-დე-ნეჟის ჩამქრალი ვულკანი | |
კოორდინატები: 21°05′56″ ს. გ. 55°28′44″ ა. გ. / 21.09889° ს. გ. 55.47889° ა. გ. | |
ქვეყანა | რეიუნიონი |
სიმაღლე | 3069 მ |
მთის მასივი | პიტონ-დე-ნეჟის მასივი |
ბოლო ამოფრქვევა | 12 ათას წელზე მეტი |
პიტონ-დე-ნეჟი (ფრანგ. Piton des Neiges) — ჩამქრალი ვულკანი კუნძულ რეიუნიონზე.
სიმაღლე — 3069 მეტრი ზღვის დონიდან, რის გამოც იგი კუნძულზე ყველაზე მაღალი ვულკანია. პიტონ-დე-ნეჟი მდებარეობს რეიუნიონის ცენტრში და პიტონ-დე-ნეჟის მასივის ნაწილია. ვულკანის უკანასკნელი ამოფრქვევა დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე არაუგვიანეს 10 000 წელს. გეოლოგიურად ფარისებული ვულკანი ჩამოყალიბებულია პლიოცენური ეპოქის ტუტე ბაზალტებისაგან.[1]
პიტონ-დე-ნეჟის ფერდოები — ციცაბოა, ხშირად დაკიდული კლდეებით, ჩანჩქერების რაოდენობა დაახლოებით ასია.
საინტერესოა, რომ მიუხედავად ფრანგული ენიდან თარგმანისა ვულკანის დასახელება ნიშნავს «თოვლის პიკს», მწვერვალითოვლით დაფარული არ არის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გარდატეხის სეიშელ-მასკარენული ზონა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-14. ციტირების თარიღი: 2015-08-05.