პიტიუსის კუნძულები
იერსახე
კუნძული ივისა | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ხმელთაშუა ზღვა |
კოორდინატები | 38°42′ ჩ. გ. 1°27′ ა. გ. / 38.700° ჩ. გ. 1.450° ა. გ. |
ფართობი | 655,8 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 476 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 142,599 (2010) |
პიტიუსის კუნძულები (ესპ. Islas Pitiusas) — არქიპელაგი ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში, ბალეარის კუნძულების ჯგუფში. ეკუთვნის ესპანეთს. ყველაზე დიდი კუნძულებია ივისა და ფორმენტერა. ფართობი 655,8 კმ². უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 476 მ. 2010 წლის 1 იანვრის აღწერის მიხედვით პიტიუსის კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 142,599 ადამიანს. გაბატონებულია ბორცვიანი რელიეფი. უმეტესწილად აგებულია კირქვებითა და მერგელებით. განვითარებულია კარსტი. გვხვდება ხმელთაშუაზღვის ლანდშაფტები. პიტიუსის კუნძულებზეა ქალაქი ივისა. სუბტროპიკული მიწათმოქმედება, თევზჭერა, სუფრის მარილის მოპოვება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიტიუსის კუნძულები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)