პიტირიმ ოკნოვი (ეგზარქოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიტროპოლიტი პიტირიმე

მიტროპოლიტი პიტირიმი (ერისკაცობაში — პავლე ვასილის ძე ოკნოვი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (26 ივნისი, 1914 - 23 ნოემბერი, 1915)

პიტირიმ ოკნოვი, დაიბადა ქალაქ რიგაში, სამღვდელო პირის ოჯახში. 1879 წელს რიგაში დაამთავრა გიმნაზია, შემდგომში კიევის სასულიერო აკადემია. 1883 წელს აღიკვეცა ბერად. 1890 წელს, 32 წლის ასაკში ხდება არქიმანდრიტი, 36 წლის ასაკში კი ნოვგოროდ-სევერსკის, შემდეგ ტულას ეპისკოპოსი, 1909 წლიდან კურსკის, ვლადიკავკაზისა და სამარის მთავარეპისკოპოსია.

1914 წლიდან საქართველოს ექსეგზარქოსირხოსი. პიტირიმმა შეასრულა წირვა ქართულად აკაკი წერეთელის პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიაში, 1915 წლის 27 იანვარს, რითაც ქართველთა საზოგადოების მადლიერება დაიმსახურა.

1916 წელს პიტირიმი გადაიყვანეს სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტად, სადაც დარჩა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]