შინაარსზე გადასვლა

პიტერ ტარკსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიტერ ტარკსონი (დ. 11 ოქტომბერი, 1948) — განელი კათოლიკე პრელატი, რომელიც 2022 წლიდან მსახურობს პონტიფიკის სამეცნიერო აკადემიების კანცლერად.[1] იგი იყო პონტიფიკის სამართლიანობისა და მშვიდობის საბჭოს პრეზიდენტი 2009 წლიდან 2017 წლამდე და ინტეგრალური ადამიანური განვითარების ხელშეწყობის დიკასტერიის პირველი პრეფექტი 2017 წლიდან 2021 წლამდე.[2]

ტარკსონიმანამდე იყო კეიპ-კოსტის მთავარეპისკოპოსი 1992 წლიდან 2009 წლამდე. კარდინალად დაინიშნა პაპ იოანე პავლე II-ის მიერ 2003 წელს. მას განიხილავდნენ პაპობოს კანდიდატად როგორც 2013 წლის კონკლავზე, რომელმაც პაპად ფრანცისკე აირჩია, ასევე მოახლოებული 2025 წლის პაპის კონკლავის დროსაც.

  1. „Rinunce e nomine, 04.04.2022“ (პრეს-რელიზი) (იტალიური). Holy See Press Office. 4 April 2022. ციტირების თარიღი: 4 April 2022.
  2. „Comunicato della Sala Stampa della Santa Sede, 23.12.2021“ (პრეს-რელიზი) (იტალიური). Holy See Press Office. 23 December 2021. ციტირების თარიღი: 24 December 2021.