პიტერ კერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიტერ ფილიპ კერი (დ. 1943, 7 მაისი) − ავსტრალიელი რომანისტი, ავსტრალიის საპატიო ორდენის მფლობელი. მას სამჯერ აქვს მოგებული მაილს ფრანკლინის პრემია და მიჩნეულია ნობელის პრემიის მომავალ ავსტრალიელ კანდიდატად ლიტერატურის დარგში. კერი ერთ-ერთია იმ ხუთი მწერალიდან, ვინც ორჯერ მიიღო ბუკერის პრემია - დანარჩენები იყვნენ ჯეიმზ გორდონ ფარელი, ჯონ მაქველ კუტზეე, ჰილარი მანტელი და მარგარეტ ეტვუდი .  კერიმ ბუკერის პრემია პირველად 1988 წელს მიიღო წიგნისთვის "ოსკარი და ლუსინდა". მეორედ კი 2001 წელს წიგნისთვის "კელის საძმოს უტყუარი ამბავი". 2008 წელს კი "ოსკარი და ლუსინდა" ბუკერის პრემიის საუკეთესო წიგნთა ექვსეულში მოხვდა.

ადრეული ცხოვრება და კარიერა: 1943–1970 წწ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერ კერი დაიბადა ბაკუს-მარსში, ვიქტორიაში 1943 წელს. მისი მშობლები General motors-ის ერთ-ერთ ფილიალს მართავდნენ. კერი 1948-53 წლებში ბაკუს-მარსის სახელმწიფო სკოლაში სწავლობდა, 1954-60 წლებში კი გელონგის გრამატიკის სკოლაში. 1961 წელს ავტორი მონაშის უნივერსიტეტში ჩაირიცხა საბუკებისმეტყვებო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქიმიისა და ზოოლოგიის სპეციალობით, თუმცა სწავლა შეწყვიტა, რადგან სპეციალობა, რომელსაც ეუფლებოდა საერთოდაც არ იზიდავდა. უნივერსიტეტში გაიცნო თავისი პირველი მეუღლე ლი უიტმენიც, რომელსაც მელევე გაშორდა.

1962 წელს სარეკლამო ტექსტებზე დაიწყო მუშაობა და 1967 წლამდე არაერთი ჟურნალი გამოიცვალა. სწორედ ამ დროს დაიწყო მისი ლიტერატყრით გატაცება. ამ პერიოდში ის გაეცნო სემულ ბეკეტის, უილიამ ფოლკნერის, ჯეიმზ ჯოისის, ფრანც კაფკასა და გაბრიელ გარსია მარკესის ნაწერებს, რამაც მომავალ ავტორს წერისაკენ უბიძგა. პირველი ნაწერის გამოქვეყნებაზე 1964 წელს მიიღო უარი თუმცა არ გაჩერებულა და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მან დაწერა ხუთი რომანი: "კონტაქტები" (1964–1965), "აქ იწყება, აქ მთავრდება" (1965–1967), "უაზრო მანქანა" (1966–1967), "ვოგი" (1969) და "მარიო სელესტის თავგადასავლები ბორტზე" (1971). თავდაპირველად გამომცემლობა Sun book-მა მიიღო კერის "უაზრო მანქანა" და მისი გამოქვეყნებაც გადაწყვეტილი იყო, თუმცა რატომღაც გამომცემლობამ ავტორს უარის წერილი გაიგზავნა და ურჩიეა თავისი ნაწერები თავადვე გამოექვეყნებინა. 1968 წელს კერიმ გულაცრუებულმა გადაწყვიტა ავსტრალიის დატოვება და ევროპაში მოგზაურობდა მეუღლესთან, ლუსთან ერთად , სანამ 1969 წელს ლონდონში არ დასახლდნენ.

1980 წელს სიდნეიში გადასულმა ავტორმა საკუთარი სარეკლამო სააგენტო შექმნა სახელით McSpedden Carey. საკუთარმა სააგენტომ ავტორი ფინანსურად უზრუნველყო. 1981 წელს მწერალი ბელინგენში გადავიდა საცხოვრებლად. იმავე წელს, ახლადგანქორწინებული პიტერ კერი ხლმეორედ ირთავს ცოლს, ამჯერად თეატრის რეჟისორს, ელისონ სამერსს.

1988 წელს, კერიმ თავისი ავსტრალიური მოღვაწეობა დაასრულა წიგნით "ოსკარი და ლუსინდა" რომელმაც ავტორს ბუკერის პრემია და საერთაშორისო აღიარება მოუტანა. როგორც ავტორმა აღნიშნა წიგნი ბელინგენში ცხოვრების წლებით იყო ინსპირირებული.

1990 წელს კერიმ გაყიდა McSpedden Carey-ის საკუტარი წილი და მეუღლესთან და შვილთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა დაიწყო კრეატიული წერის მასწავლებლად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ ნიუ-იორკში გადასვლა კერიმ მეუღლის სურვილის გამო გადაწყვიტა.  კერი და სამერსი 2005 წელს განქორწინდნენ. განქორწინებიდან 4 წლის შემდეგ კერი კიდევ ერთხელ დაქორწინდა ბრიტანელ ფრენსის კოდიზე .

1998 წელს კერი დაადანაშაულეს დედოფალ ელიზაბეტ II- ის იგნორირებაში, იმ მიზეზით რომ პიტერ კერი არ გამოცხადდა ჯეკ მეგსის თანამეგობრობის მწერლების დაჯილდოვებაზე, რომელსაც დედოფალიც ესწრებოდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]