პიტერ დრუკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიტერ დრუკერი
გერმ. Peter Ferdinand Drucker
Drucker5789.jpg
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი 1909(1909-11-19)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ვენა[4]
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი 2005(2005-11-11)[5] [2] [3] (95 წლის)
გარდ. ადგილი კლერმონტი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
Flag of Austria.svg ავსტრია
სამეცნიერო სფერო ეკონომიკა და მენეჯმენტი
მუშაობის ადგილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, დიდი ოქროს მედალი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ჰენრი ლოურენს განტის მედალი და კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

პიტერ ფერდინანდ დრუკერი (ინგლ. Peter Ferdinand Drucker; დ. 19 ნოემბერი, 1909 — გ. 11 ნოემბერი, 2005) — ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი, ეკონომისტი, პედაგოგი პუბლიცისტი, მენეჯმენტის ახალი სკოლის დამფუძნებელი,[6] მენეჯმენტის მამად წოდებული.

მის ნაშრომებში, რომლებიც ქვეყნდებოდა ჟურნალებში „The Wall Street Journal“ და „Harvard Business Review“, გაანალიზებულია ის, თუ როგორ ორგანიზდება ადამიანი სოციალური სექტორის სხვადასხვა სფეროში — ბიზნესში, სამთავრობო სამსახურში და არასამთავრობო (არამომგებიან) სექტორში.[7]. სხვადასხვა დროს იყო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის და კლერმონტის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და მენეჯმენტის პროფესორი. მან საკუთარი კვლევებით იწინასწარმეტყველა მენეჯმენტისა და ეკონომიკის დარგის, მე-20 საუკუნის მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა. მათ შორის პრივატიზაცია და დეცენტრალიზაცია; იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური გაძლიერება; მარკეტინგის მნიშვნელობა და გადამწყვეტი როლი; ინფორმაციული საზოგადოების აუცილებელი მოთხოვნა უწყვეტი განათლების მიმართ;[8] 1959 წელს დრუკერმა შემოიტანა „ინფორმირებული (გაცნობიერებული) მუშაკის“ ცნება [9]. ჩამოაყალიბა „გლობალური ბაზრის“ თეორია. 1940-იანი წლებიდან დაფუძნებული ყველა მსხვილი კონცერნი ფუნქციონირებს „დრუკერის პრინციპებით“. დრუკერს ჯეროდა ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური ჰარმონიის თანაარსებობის. პროფესიულ მოღვაწეობას იგი 95 წლის ასაკშიც, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა.

მიღებული აქვს მრავალი სამთავრობო ჯილდო. სიცოცხლის ბოლოს იგი სინანულით აღნიშნავდა, რომ „კორპორაციები, რომლებიც შენდებოდნენ როგორც პირამიდები, ახლა კარვებს ემსგავსებოდნენ ...“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1939: The End of Economic Man (New York: The John Day Company)
  • 1942: The Future of Industrial Man (New York: The John Day Company)
  • 1946: Concept of the Corporation (New York: The John Day Company)
  • 1950: The New Society (New York: Harper & Brothers)
  • 1954: The Practice of Management (New York: Harper & Brothers)
  • 1957: America's Next Twenty Years (New York: Harper & Brothers)
  • 1959: The Landmarks of Tomorrow (New York: Harper & Brothers)
  • 1964: Managing for Results (New York: Harper & Row)
  • 1967: The Effective Executive (New York: Harper & Row)
  • 1969: The Age of Discontinuity (New York: Harper & Row)
  • 1970: Technology, Management and Society (New York: Harper & Row)
  • 1971: The New Markets and Other Essays (London: William Heinemann Ltd.)
  • 1971: Men, Ideas and Politics (New York: Harper & Row)
  • 1971: Drucker on Management (London: Management Publications Limited)
  • 1973: Management: Tasks, Responsibilities, Practices' (New York: Harper & Row)
  • 1976: The Unseen Revolution: How Pension Fund Socialism Came to America (New York: Harper & Row)
  • 1977: People and Performance: The Best of Peter Drucker on Management (New York: Harper's College Press)
  • 1978: Adventures of a Bystander (New York: Harper & Row)
  • 1980: Managing in Turbulent Times (New York: Harper & Row)
  • 1981: Toward the Next Economics and Other Essays (New York: Harper & Row)
  • 1982: The Changing World of Executive (New York: Harper & Row)
  • 1982: The Last of All Possible Worlds (New York: Harper & Row)
  • 1984: The Temptation to Do Good (London: William Heinemann Ltd.)
  • 1985: Innovation and Entrepreneurship (New York: Harper & Row)
  • 1986: The Frontiers of Management: Where Tomorrow's Decisions are Being Shaped Today (New York: Truman Talley Books/E.D. Dutton)
  • 1989: The New Realities: in Government and Politics, in Economics and Business, in Society and World View (New York: Harper & Row)
  • 1990: Managing the Nonprofit Organization: Practices and Principles (New York: Harper Collins)
  • 1992: Managing for the Future (New York: Harper Collins)
  • 1993: The Ecological Vision (New Brunswick, NJ and London: Transaction Publishers)
  • 1993: Post-Capitalist Society (New York: HarperCollins)
  • 1995: Managing in a Time of Great Change (New York: Truman Talley Books/Dutton)
  • 1997: Drucker on Asia: A Dialogue between Peter Drucker and Isao Nakauchi (Tokyo: Diamond Inc.)
  • 1998: Peter Drucker on the Profession of Management (Boston: Harvard Business School Publishing)
  • 1999: Management Challenges for 21st Century (New York: Harper Business)
  • 1999: Managing Oneself (Boston: Harvard Business School Publishing) [published 2008 from article in Harvard Business Review]
  • 2001: The Essential Drucker (New York: Harper Business)
  • 2002: Managing in the Next Society (New York: Truman Talley Books/St. Martin's Press)
  • 2002: A Functioning Society (New Brunswick, NJ and London: Transaction Publishers)
  • 2004: The Daily Drucker (New York: Harper Business)
  • 2008 (სიკვდილის შემდგომ): The Five Most Important Questions (San Francisco: Jossey-Bass)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118527568 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. http://www.nytimes.com/2005/11/12/business/12drucker.html
  6. Denning, Steve. “The Best Of Peter Drucker“, Forbes, August 29, 2014. 
  7. http://www.druckerinstitute.com/about-peter-drucker.html
  8. Byrne, John A., „The Man Who Invented Management,“ BusinessWeek, Nov. 28, 2005
  9. Drucker, Peter F., Concept of the Corporation, Preface to the 1983 edition, p. xvii, (1983)