პიტერ გრინი
| პიტერ გრინი | |
|---|---|
|
|
პიტერ გრინი (ინგლ. Peter Greene; დ. 8 ოქტომბერი, 1965, მონტკლერი, ნიუ-ჯერსი - გ. 12 დეკემბერი, 2025, ქვემო ისტ-საიდი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია თავისი სახასიათო პერსონაჟებით. მისი ყველაზე ცნობილი როლებია ფილმებში „მაკულატურა“ და „ნიღაბი“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიტერ გრინი დაიბადა 1965 წლის 8 ოქტომბერს. 15 წლის ასაკში მან მიატოვა საშუალო სკოლა, დატოვა სახლი და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჩაბარებამდე და სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, ის პიცის კურიერად და სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. დამთავრების შემდეგ, მცირე ხნით თეატრშიც გამოდიოდა.
გრინმა თავდაპირველად, 1990-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე როლი მიიღო კინოსა და ტელევიზიაში. ის ყველაზე მეტად ცნობილია როლებით ფილმებში „ნიღაბი“ (დორიან ტირელი), „მაკულატურა“ (ზედი) და „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ (რედფუტი).
პიტერს ფილმების უმეტესობაში შესრულებული აქვს ბოროტმოქმედების როლები: განგსტერები, ნარკოდილერები, მკვლელები, ყოფილი პატიმრები და კორუმპირებული პოლიციელები.[1]
კინოში მუშაობის გარდა, გრინი არაერთ მუსიკალურ ვიდეო-კლიპში გამოჩნდა.
პიტერ გრინი 2025 წლის 12 დეკემბერს, 60 წლის ასაკში, მანჰეტენის ქვემო ისთ საიდზე მდებარე საკუთარ ბინაში გარდაიცვალა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]