პის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პის დღე — მათემატიკური დღესასწაული. აღინიშნება 14 მარტს, რიცხვში π პირველი სამი ციფრია 3,1 და 4 (მესამე თვის 14 რიცხვი). 2009 წელს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ეს დღესასწაული მთელ აშშ-ში აღნიშნეს. პირველად პის დღე ლარი შოუმ შექმნა 1989 წელს და ეს დღესასწაული აღინიშნა სან-ფრანცისკოში. 22/7 უფრო ახლოს არის პი რიცხვთან, ვიდრე 3,14, ამიტომ პი დღეს 22 ივლისსაც აღნიშნავენ. არსებობს პის წუთებიც. მაგალითად, 14 მარტს დილის 1:59 საათზე ან ღამის 1:59 საათზე. აგრეთვე არსებობს პის წამები: მაგალითად, 14 მარტს დილის 1:59:26 საათზე ან ღამის 1:59:26 საათზე. 2015 წელს იქნება პი წელი, რადგან 3,14-ის მომდევნო 2 ციფრია 15.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]