პისტოიის ბრაზილიელ სამხედროთა სასაფლაო
ბრაზილიელ სამხედროთა სასაფლაო — სამხედრო სასაფლაო იტალიაში, ტოსკანის რეგიონის ქალაქ პისტოიაში. აქ დაკრძალული იყო 463 ბრაზილიელი ჯარისკაცი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ, ძირითადად ფორნოვოს ბრძოლაში, 1945 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წელს, საექსპედიციო ძალების 25 000 ჯარისკაცით ბრაზილია მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო ღერძის სახელმწიფოების წინააღმდეგ, იტალიის მდინარე სერკიოს ხეობაში.
ფინალური იერიშით, ბრაზილიელებმა ტურინს მიაღწიეს და 2 მაისს ფრანგულ ძალებს შეუერთდნენ.[1]
სამარხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960 წლამდე ცხედრები პისტოაში რჩებოდა. 1960 წელს სასაფლაო დაიხურა და ნეშტები ოფიციალურად გადაასვენეს ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, ფლამენგოს ეროვნულ მონუმენტში.
გადასვენების შემდეგ, სამარხში აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი ბრაზილიელის ნეშტი. ბრაზილიის მთავრობამ მისი, როგორც უცნობი ჯარისკაცის იქ დატოვება გადაწყვიტა.[2]
1967 წელს, პისტოის სასაფლაო კვლავ გაიხსნა. აღიმართა ოსკარ ნიმეიერის სკოლის წარმომადგენლის — ოლავუ რედიგ დე კამპუშის მიერ შექმნილი მონუმენტი. სასაფლაოს მოგვიანებით ბრაზილიის ორი პრეზიდენტი ეწვია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Walter Bellisi, Arrivano i nostri : il Brasile nella seconda guerra mondiale, la presa di Monte Castello e la battaglia di Montese, Formigine (MO) : Golinelli, 1995
- Fabio Gualandi, Monumenti dedicati al soldato brasiliano pela Forca Expedicionaria Brasileira (F.E.B.) na campanha da Italia, Vergato, Tip. Ferri, 2005
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pistoia, San Rocco. Omaggio al Milite Ignoto del Brasile, morto in Italia, con altri 462 caduti, 1944-1945.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-26. ციტირების თარიღი: 2012-10-15.
- ↑ Histórico: Monumento Nacional aos Mortos da II Guerra Mundial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2012-10-15.