შინაარსზე გადასვლა

პისალადიერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პისალადიერი
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი საფრანგეთი
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი
მთავარი
ინგრედიენტები
ანჩოუსები
ძირითადი
შემადგენლობა
პური, ანჩოუსები, ხახვი და ზეთისხილი

პისალადიერი (ფრანგ. Pissaladière) ― პროვანსის რეგიონისა[1] და საფრანგეთის ქალაქ ნიცისთვის[2][3] დამახასიათებელი, ბრტყელი პურისგან მომზადებული კერძი, რომელსაც ხშირად ადარებენ პიცას. მისი ცომი კლასიკურ პიცა მარგარიტაზე სქელია. ნიცაში ტრადიციული ტოპინგი, როგორც წესი, კარამელიზებული (თითქმის პიურედ ქცეული) ხახვი, შავი ზეთისხილი და ანჩოუსებია.[4]

სიტყვის ეტიმოლოგია, როგორც ჩანს, ლათინური სიტყვიდან „piscis“ (თევზი) მომდინარეობს,[5] რომლისგანაც თავის მხრივ წარმოიშვა „pissalat“, რაც მარილიან თევზს ნიშნავს.[6]

პირველი წერილობითი რეცეპტი 879 წლისაა და პროვანსში აღმოაჩინეს. ეს ძველი რეცეპტი მოიცავდა ხახვს და „pissalat“-ს, რაც ადასტურებს, რომ სახელი ანჩოუსის პიურესგან მომდინარეობს.[7]

პისალადიერის ცომი, როგორც წესი, უფრო სქელია, ვიდრე კლასიკური პიცა მარგარიტას (ანუ პიცა ალ ტალიოს) ცომი, ხოლო ტრადიციული ტოპინგი კარამელიზებულ ხახვს, შავ ზეთისხილსა და ანჩოუსის პასტას მოიცავს.[4] ანჩოუსი შესაძლოა მთლიანი სახითაც იყოს კერძში.

საფრანგეთში პისალადიერის სხვა ვარიანტებიც არსებობს,[8] მაგ. პისალადიერი პომიდვრიანი ცომით ან ანჩოუსების გარეშე.

  1. Larousse, Librairie (2009-10-13). Larousse Gastronomique: The World's Greatest Culinary Encyclopedia, Completely Revised and Updated (en). National Geographic Books. ISBN 978-0-307-46491-0. 
  2. o-yummy. (2020-05-08) Pissaladière en-US. ციტირების თარიღი: 2023-06-11
  3. Grigson, Jane (2007-04-01). Jane Grigson's Vegetable Book (en). U of Nebraska Press. ISBN 978-0-8032-5994-2. 
  4. 4.0 4.1 Julia Child (1961) Mastering the Art of French Cooking Vol. 1, Alfred A. Knopf, New York
  5. David, Elizabeth (1999). A Book of Mediterranean Food. London: Grub Street, გვ. 38/39. ISBN 1-902304-27-6. 
  6. Benvenuto, Alex. Les cuisines du Pays niçois, Serre éditeur. Nice: 2001. ISBN 2-86410-262-5
  7. Herment, Raymond (1952-01-01). Au royaume de la fée Diane d'Estérel: Théoule, son histoire, ses légendes (fr). FeniXX réédition numérique. ISBN 978-2-402-19191-3. 
  8. Gaudry, François-Régis (2018-10-16). Let's Eat France!: 1,250 specialty foods, 375 iconic recipes, 350 topics, 260 personalities, plus hundreds of maps, charts, tricks, tips, and anecdotes and everything else you want to know about the food of France (en). Artisan Books. ISBN 978-1-57965-876-2.