პირწმინდა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| პირწმინდა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Ajuga genevensis L. | ||||||||||||||
| ||||||||||||||
პირწმინდა (ლათ. Ajuga genevensis) — მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში მხოხავი ყლორტები არა აქვს; ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი ან ძირთან წამოწეული. ზედა ნაწილში, ძირითადად, ბეწვით არის შემოსილი. ფესვთანური ფოთლები მოგრძონიჩბისებურია ან უკუკვერცხისებური. კიდეები მსხვილმრგვალკბილაა, ზოგჯერ – კიდემთლიანი, ღეროსეული ფოთლები უკუკვერცხისებურია. გვირგვინი ცისფერია, იშვიათად – თეთრი ან ვარდისფერი, გარედან ოდნავ შებუსულია. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას, მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე, შედარებით იშვიათად – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში. დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, თითქმის მთელ ევროპასა და მცირე აზიას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყვავილი
- ფოთლები
- ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 386.