პიროფიტული წყალმცენარეები
იერსახე
პიროფიტული წყალმცენარეები (ლათ. Pyrrophyta) — უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება. ძირითადად მოძრავი, ზოგჯერ უძრავი, ერთუჯრედიანი, კოლონიური, იშვიათად ძაფნაირი ორგანიზმებია. ნაწილი უჯრედებისა შიშველია, ზოგჯერ დაფარულია მრავალკუთხიანი ფარებისაგან შემდგარი ორნაწილიანი ჯავშნიანი გარსით. პიროფიტული წყალმცენარეებს აქვთ 1 ან 2 შოლტი. ქრომატოფორები შეიცავს a და c ქლოროფილს და მოყავისფრო პიგმენტებს. პიროფიტული წყალმცენარეები ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ორგანიზმებია; სამარაგო პროდუქტია სახამებელი, იშვიათად ზეთი. ზოგიერთ აქვს მფეთქავი ვაკუოლი და თვალაკი. გამრავლება ხდება დაყოფით, ზოოსპორებით, აპლანოსპორებით. სქესობრივი პროცესი იშვიათია. პიროფიტული წყალმცენარეები ცხოვრობენ მტკნარ წყალში და ზღვაში. იწვევენ წყლის „აყვავებას“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. ა. კომარნიცი, ლ. ვ. კუდრიშოვი, ა. ა. ურანოვი, „მცენარეთა სისტემატიკა“, გვ. 38, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1973
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 85.