პიროვნების ბიოლოგიური საფუძველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პიროვნების ბიოლოგიური საფუძველიტვინის სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანის ინდივიდუალურობას. ადამიანის ნეირობიოლოგია ბოლომდე კარგად არ არის შესწავლილი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის დაკავშირებულია კომპლექსურ თვისებებთან და ქცევასთან; თუმცა, კვლევები ნეიროანატომიურ და პიროვნების ფუნქციონალურ საფუძვლებში კვლევითი საქმიანობის აქტიური სფეროა. ცხოველთა ქცევების მოდელებმა, მოლეკულურმა ბიოლოგიამ და ტვინის იმიჯინგის ტექნიკებმა შესაძლებელი გახადა ადამიანის პიროვნულ თვისებებში გარკვევა, განსაკუთრებით თვისებების თეორიებში.

ნეირობიოლოგიური თვალსაზრისით, ამჟამინდელი გაგება პიროვნების შესახებ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დაჯილდოების, მოტივაციისა და დასჯის ქცევითი სისტემების ბიოქიმიას. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ბიოლოგიური საფუძვლების მქონე პიროვნების რამდენიმე თეორიამდე, როგორიცაა აიზენკის „პიროვნების სამი ფაქტორის მოდელი“, გრეის „მგრძნობიარობის გაძლიერების თეორია” (RST – reinforcement sensitivity theory) და კლონინგერის “პიროვნების მოდელი“. „პიროვნების დიდი ხუთეულის მოდელის“ თეორია არ არის დაფუძნებული ბიოლოგიაზე; თუმცა ტვინის განსხვავებულ სტრუქტურებზე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ ეს თეორიაც უზრუნველყო ბიოლოგიური საყრდენებით.

პიროვნების განსაზღვრა ბიოლოგიურ კონტექსტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნება შეიძლება განიმარტოს, როგორც მახასიათებლებისა და თვისებების ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს ინდივიდუალურ განსხვავებებს ადამიანის ქცევაში. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ეს თვისებები დაკავშირებულია ტვინის სტრუქტურებთან და ნერვულ მექანიზმებთან. თუმცა, ზემოთ ხსენებული განმარტება და ბიოლოგიური საფუძვლების თეორია არ არის საყოველთაოდ აღიარებული. არსებობს პიროვნების ბევრი კონფლიქტური თეორია ისეთ დარგებში, როგორიცაა ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ფილოსოფია და ნეირომეცნიერება. ამის რამდენიმე მაგალითია: დებატი „ბუნება თუ აღზრდა“ და ასევე ის, თუ როგორ ერგება „სულის“ იდეა პიროვნების ბიოლოგიურ თეორიებს. [1]

პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლების მქონე კვლევების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური ბერძნებიდან მოყოლებული კაცობრიობა ცდილობდა აეხსნა პიროვნების არსი რელიგიური შეხედულებებით, ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით. ისტორიულად, პიროვნების შესწავლა ტრადიციულად მომდინარეობს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებიდან, მაგრამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ნეირომეცნიერება უფრო გავლენიანი გახდა ადამიანის პიროვნების გაგებაში. [2]

ყველაზე ხშირად ციტირებული და გავლენიანი პიროვნებები, რომლებიც პირველები იყვნენ პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლების მქონე თეორიების გამოქვეყნებაში, გახლდათ ჰანს აიზენკი და ჯეფრი ალან გრეი. აიზენკმა გამოიყენა ქცევითი და ფსიქოფიზიოლოგიური მეთოდოლოგიები საკუთარი თეორიების გამოსაცდელად და განსავითარებლად.[3] მან გამოაქვეყნა წიგნი 1947 წელს სახელწოდებით “პიროვნების განზომილებები“, სადაც იგი აღწერდა ექსტრავერსიისა და ნეიროტიზმის პიროვნულ განზომილებებს. გრეი, აიზენკის სტუდენტი, სწავლობდა პიროვნების თვისებებს, დაჯილდოებისა და დასჯის სტიმულების შორის ინდივიდუალური განსხვავებების თვალსაზრისით.[3] გრეის ნამუშევრებისა და თეორიების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მან ადამიანის ქცევის განსაზღვრისათვის ბიოლოგია გამოიყენა, რაც შემდგომში მრავალი კვლევის ჩატარების საფუძველი გახდა.[4]

პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლების კვლევის იდეა არის შედარებით ახალი, თუმცა მისდამი ინტერესი და პუბლიკაციების რაოდენობა იზრდება.[5] 2004 წლის აგვისტოში სპეციალურად ამ თემაზე ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების ბიოლოგიური საფუძველი“.[6] ამან საშუალებას მისცა ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, მოლეკულურ გენეტიკოსებსა და ნეირომეცნიერებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ იდეები. საბოლოოდ მათ შექმნეს წიგნი იმავე სახელწოდებით[6]. ის აღნიშნულ სფეროში არსებული ამჟამინდელი კვლევების (2006 წლისათვის) კრებულია, რომელშიც ბევრ ავტორის სტატიაა შესული და რედაქტირებულია თურჰან კანლის მიერ. ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგიის პროფესორმა კოლინ გ. დეიუნგმა ამ იდეას „პიროვნების ნეირომეცნიერების“ სფერო უწოდა. [საჭიროებს წყაროს მითითებას]

ექსპერიმენტული ტექნიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ბევრი ექსპერიმენტული ტექნიკა ტვინის ბიოლოგიის გაზომვისა და შესწავლისათვის, თუმცა არსებობს ხუთი ძირითადი მეთოდი, რომელსაც პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლების გამოსაკვლევად იყენებენ.[7] ამ მეთოდების გამოყენებით მიღებული ბიოლოგიური მონაცემები ძირითადად დაკავშირებულია პიროვნების თვისებებთან. ეს პიროვნული თვისებები ხშირად განისაზრვრება პიროვნული შინაარსის კითხვარებით. თუმცა ეს შესაძლოა იყოს არაობიექტური, რადგან პიროვნება საკუთარი პერსპექტივიდან პასუხობს კითხვებს. ამიტომ, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ იყენებენ პიროვნების განსაზღვრის რამდენიმე მეთოდს,[7][8] და არა მხოლოდ ზემოაღნიშნული სახის კითხვარებს. მაგალითად, პიროვნების თვისებების სხვა საზომი არის ქცევაზე დაკვირვება. ადამიანებსა და ცხოველებს დააკვირდნენ პიროვნული თვისებების გასაზომად, მაგრამ ცხოველებზე დაკვირვება გამოსადეგია გრძელვადიანი ქცევით-ბიოლოგიური ურთიერთობების შესწავლისათვის.[9]

კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი, რომელიც უფრო დახვეწილი და ხელმისაწვდომი გახდა მკვლევრებისათვის, არის სრული გენომის ექსპრესიის ანალიზი. ეს მეთოდი გულისხმობს ერთდროულად დიდი რაოდენობით გენების მონაცემთა შეგროვებას, რაც პიროვნების შესწავლისას მრავალ უპირატესობას უზრუნველყოფს. ელისონ მ. ბელი და ნადია აუბინ-ჰორთი სტატიაში ნათლად აღწერენ ამ მეთოდის უპირატესობას იმის მტკიცებით, რომ „არსებობს შესაძლებლობა, რომ პიროვნების გენეტიკური საფუძველი პოლიგენურია, ამიტომაც ლოგიკურია ბევრი გენის ერთდროულად შესწავლა. გარდა ამისა, გენური პროდუქტები იშვიათად მოქმედებენ მარტო. ამის ნაცვლად, ისინი ასრულებენ თავიანთ ფუქნციებს ერთმანეთთან ინტერაქციით გამყვან გზებსა და ქსელებში. შედეგად, მოლეკულური ცვლილებები, რომელიც ახასიათებს ფენოტიპს არ ემყარება ერთ მარკერს ან გენს, არამედ მთელ ამ გზას. მთელი გენომის ექსპრესიის პროფილირებას აქვს პოტენციალი, რომ გამოავლინოს გენებისა და სისტემების ახალი „კანდიდატები“.[10]

მეთოდი ფუნქცია მნიშვნელობა
ელექტროენცეფალოგრაფია(EEG) ეს მეთოდი ზომავს ელექტრულ აქტივობას ტვინის ზედაპირზე სკალპის მეშვეობით და აქვს მაღალი დროებითი რეზოლუცია.[7] სანამ გაჩნდებოდა ტვინის იმიჯინგის ტექნოლოგია, ელექტროენცეფალოგრაფია იყო ერთადერთი მეთოდი, რისი საშუალებითაც ზომავდნენ ტვინის აქტოვობას.[7]
ტვინის იმიჯინგი ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ტვინის სტრუქტურის სამგანზომილებიანი გამოსახულება. ფუნქციონალური ტვინის იმიჯინგი აჩვენებს ტვინის აქტივობას სამ განზომილებაში; როგორც სისხლის, ასევე ქიმიური ნივთიერებების დინებას ტვინში. ამ მექანიზმის კონკრეტული მაგალითებია პოზიტრონული გამოსხივების ტომოგრაფია და მაგნიტურ- რეზონანსული გამოკვლევა. ორივე მათგანს მაღალი სივრცული გარჩევადობა აქვს. ტვინის ტომოგრაფიის განვითარებამ არა მარტო საშუალება მისცა, არამედ გახდა კატალიზატორი იმისათვის, რომ ეკვლიათ თუ რა წვლილი აქვს ტვინს პიროვნების ჩამოყალიბებაში.[3]
მოლეკულური გენეტიკა ეს მეთოდი გამოიყენება გენებისა და თვისებების კავშირის დადგენის ანალიზისთვის, ტვინში არსებული გენების სტრუქტურებისა და ფუნქციების გაზომვით.[7] მოსალოდნელია მოლეკულური გენეტიკის გამოყენების ზრდა პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლების კვლევებში.[5]
მოლეკულური ანალიზები/ცდები ეს მეთოდი გამოიყენება ფსიქოაქტიური ნივთიერებების რაოდენობრივი ანალიზისთვის, როგორებიცაა ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები. ამ ორი მეთოდის ერთად გამოყენებით შესაძლებელია რაოდენობის დადგენა, განსაზღვრა და მანიპულირება ტვინის მოლეკულებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქცევასა და ინდივიდუალურ თვისებებზე. ამ მეთოდებს აქვთ დიდი კლინიკური მნიშვნელობა პიროვნული აშლილობის მკურნალობისას
ფარმაკოლოგიური მანიპულაციები ეს მეთოდი გამოიყენება ორგანიზმში ბიოქომიკატების დონის ცვლილებისათვის და ქცევაზე მოხდენილი ეფექტის დაკვირვებისათვის.

გენეტიკური და მოლეკულური კორელაცია პიროვნებასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეიროტრანსმიტერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოფამინისა და სეროტონინის გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლის მქონე თეორიები (რომლებიც განხილულია ქვემოთ) ეფუძნება პიროვნების თვისებების კორელაციას ქცევით სისტემებთან - მოტვაციასთან, დაჯილდოებასა და დასჯასთან. უფრო ფართო მასშტაბზე ეს მოიცავს ავტონომიურ ნერვულ სისტემას, შიშის დამუშავების სქემებს ამიგდალაში, დაჯილდოების წრედის გზას ვენტრალური თეგმენტალური არედან მიმდებარე ბირთვებსა (nucleus accumbens) და პრეფრონტალურ ქერქამდე. ყველა ეს წრედი მჭიდროდაა დაკავშირებული ნეიროსტანსმიტერებთან და მათ პრეკურსორებთან (წინამორბედეთან), თუმცა ყველაზე მეტი კვლევა ჩატარებულია დოფამინისა და სეროტონინის გზებზე:

  • დოფამინი: დოფამინი არის მონოამინ-ნეიროტრანსმიტერი, რომელიც დაჯილდოების წრედშია ჩართული და რომელსაც ემოცია-გრძნობის "დიაგნოსტიკური", ანუ შეფასებითი ფუნქცია აკისრია.[11] დოფამინერგული (დოფამინთან დაკავშირებული) გზები განსაკუთრებულად დაკავშირებულია პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელის ექსტრავერსიულ თვისებებთან[7]. მონოამინოქსიდაზას ენზიმს აქვს განსაკუთრებული სწრაფვა დოფამინისკენ, და მისი დონე უკუპროპორციულ კავშირშია ახალი შეგრძნებების ძიებასთან.[8]
  • სეროტონინი: სეროტონინი არის მონოამინ-ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ხელს უშლის ინჰიბიტრული გზებით რეაქციის წარმოქმნას.[11] კერძოდ, სეროტონინი ასოცირებულია ნევროტიზმთან, შეთანხმებისადმი მიდრეკილებასთან და კეთილსინდისიერებასთან (ესენი პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელით განსაზღვრული თვისებებია).[7]

გენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ გენების 50% პასუხისმგებელია მოცემულ თვისებებზე[1]. თუმცა ფართოდ აღიარებულია, რომ გენეტიკური თანმიმდევრობის ცვლილება გავლენას ახდენს ქცევაზე და გენი წარმოადგენს პიროვნული აშლილობის მნიშვნელოვან რისკფაქტორს.[12] პიროვნების ბიოლოგიურ საფუძვლებში მოლეკულური გენეტიკისადმი მზარდი ინტერესი[6] გენებსა და პიროვნების თვისებებს შორის მომავლაში უფრო მეტი კავშირის აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

როგორც აღმოჩნდა, ცვალებადი პოლიმორფიზმი, ისევე როგორც დოფამინის D4 რეცეპტორისა და სეროტონინის ტრანსპორტირების 5-HTTLPR გენის თანმიმდევრული განმეორება, ორივე გავლენას ახდენს ზრდასრულებში ექსტრავერსიული თვისებების განვითარებაზე. კერძოდ, კვლევის მინაწილლებს, რომლებსაც ჰქონდათ ერთი დოფამინის D4 რეცეპტორის 7ჯერ განმეორებადი ვარიანტი მაინც, უფრო მაღალ ქულებს იწერდნენ ექსტრავერსიაში.[6] აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დოფამინი და სეროტონინი ურთიერთქმედებენ, რათა დაარეგულირონ კონფლიქტური ქცევები, როგორებიცაა უდარდელი ცნობისმოყვარეობა და ფრთხილი შეკავება. [11]

სინაფსური პლასტიურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სინაფსური პლასტიურობა.

სინაფსური პლასტიურობა არის ნეირონების უნარი, გააძლიერონ ან შეასუსტონ ნეირონთაშორისი კავშირები. ჰების თეორიის თანახმად, ნეირონული კავშირები ძლიერდება და ინარჩუნებს ძალას ნეირონებს შორის განმეორებითი სტიმულაციის საშუალებით. კერძოდ, ხაზგასმულია გრძელვადიანი პოტენცია, რომელიც არის სინაფსური კავშირების ხანგრძლივი გაძლიერება, რაც ხელს უწყობს საკუთარი გამოცდილებიდან სწავლას.

უფრო ფართო მასშტაბით, არსებობს ბევრი გამსვლელი გზა და ტვინის რეგიონი, რომელიც ურთიერთდამოკიდებულია და ხელს უწყობს ერთიანი, სტაბილური პიროვნების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ლიმბური სისტემის სტრუქტურები ამიგდალა და ჰიპოკამპუსი განსაზღვრავენ ემოციურ ინტენსიობასა და ამ გამოცდილებების გაერთიანებულ მეხსიერებას. თუმცა ძირითადი მექნიზმები, რომლითაც ეს გზები და ტვინის რეგიონები ასრულებენ ამ ფუნქციებს, არის სინაფსური პლასტიურობა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დადის ნეირონების სწორედ იმ მახასიათებლებზე, რომელიც ტვინს საშუალებას აძლევს, რომ ისწავლოს განმეორებითი გამოცდილებებიდან, დაიხსომოს მოგონებები და საბოლოოდ შეინარჩუნოს პიროვნულობა.[13] ჟოსეფ ლედუსი, ჯილდოს მფლობელი ნეირომეცნიერი, ამტკიცებს, ნეირონების უნიკალური კავშირებია ის, რაც განსხვავებულია თითოეულ ადამიანში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ერთნაირი ტვინის სისტემები აქვთ. სწორედ ეს ქმნის მათ პიროვნებას.[13]

ბიოლოგიური საფუძველის მქონე პიროვნების თეორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ბევრი თეორია პიროვნების შესახებ, რომელიც ცდილობს განსაზრვროა ადამიანის პიროვნების მახასიათებლები. მათ შორის, ბიოლოგიური საფუძვლების მქონე ძალიან ცოტაა. ეს ნაწილი აღწერს პიროვნების ზოგიერთ თეორიას, რომელსაც ბიოლოგიური საფუძველი აქვს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება პიროვნების პოპულარულ, არა-ბიოლოგიაზე დაფუძნებული თეორიის ბიოლოგიური საყრდენი, ხუთფაქტორიანი მოდელის.

აიზენკის პიროვნების სამი ფაქტორის მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზენკის პიროვნების სამი ფაქტორის მოდელი იყო პიროვნების თეორია, რომელიც ემყარებოდა რეციკულარული ფორმირებისა და ლიმბური სისტემის გააქტიურებას. რეციკულარი ფორმირება თავის ტვინის ღეროს რეგიონია, რომელიც მონაწილეობს აღგზნებასა და ცნობიერებას შორის კავშირში. ლიმბური სისტემა მონაწილებს ემოციური, ქცევის, მოტივაციისა და გრძელვადიანი მეხსიერების დაკავშირებაში.

  • ექსტრავერსია (E) - ხარისხი, რომლის მიხედვითაცც ადამიანები კომუნიკაბელურები არიან და შეუძლიათ სხვებთან ინტერაქცია, ეს კი განპირობებულია რეციკულარული ფორმირების გაააქტიურებით.
  • ნეიროტიზმი (N) - ემოციური არასტაბილურობის ხარისხი, რომელიც დაკავშირებულია ლიმბურ სისტემასთან.
  • ფსიქოტიზმი (P) - აგრესიის ხარისხი და ინტერპერსონალური მტრობა.

გრეის გაძლიერებული მგრძნობელობის თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეის გაძლიერებული მგრძნობელობის თეორია ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვით, არსებობს ტვინის სამი სისტემა, რომელთაგან თითოეული განსხვავებულად რეაგირებს დაჯილდოებისა და დასჯის სტიმულებზე.[3]

  • ბრძოლა-გაქცევა-შეგუების სისტემა (Fight-Flight-Freeze system) - უხრუნველყოფს შიშსა (და არა შფოთვის) და სახიფათო სიტუაციების აქტიურად თავიდან აცილებას. ამ სისტემასთან დაკავშირებული პიროვნული თვისებები არის შიშის შეგრძნება და თავიდან არიდება.
  • ქცევითი შეკავების სისტემა (Behavioral inhibition system) – კონფლიქტური მიზნების შედეგად დამდგარ საშიშ სიტუაციაში უზრუნველყოფს შფოთვას ემოციის გააქტიურებას და რისკის შეფასების შემდეგ ფრთხილ ქცევას. ამ სისტემასთან დაკავშირებული პიროვნების თვისებებია მღელვარებისა და შფოთვის განცდა.
  • ქცევითი მიდგომის სისტემა (Behavioral approach system) – უზრუნველყოფს “წინასწარ მოსალოდნელი სიამოვნების“ ემოციის წარმოქმნას, რომელიც სასურველ სტიმულებზე რეაქციის შედეგია. ამ სისტემასთან დაკავშირებული პიროვნული თვისებებია ოპტიმიზმი, დაჯილდოებაზე ორიენტირებულობა და იმპულსურობა.

კლონინგერის პიროვნების მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნების ეს მოდელი ემყარება იდეას, რომლის მიხედვითაც სასჯელზე, დაჯილდოებაზე და ახალ სტიმულებზე განსხვავებული პასუხები გამოწვეულია იმ სამი განზომილების ურთიერთქმედებით, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ: [საჭიროებს წყაროს მითითებას]

  • სიახლის ძიება (Novelty Seeking) - ხარისხი, რომლის მიხედვითაც ადამაინები არიან იმპულსურები, რაც დაკავშირებულია დოფამინის დაბალ აქტივობასთან.
  • ზიანის თავიდან აცილება (Harm Avoidance) - ხარისხი, რომლის მიხედვითაც ადამიანები არიან შფოთვით მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია სეროტონინის მაღალ აქტივობასთან.
  • დაჯილდოებაზე დამოკიდებულება (Reward Dependence) - ხარისხი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ისწრაფვიან აღიარებისაკენ, რაც დაკავშირებულია ნორეპინეფრინის დაბალ აქტივობასთან.

ერთ-ერთ მაგნიტურ-რეზონანსული იმიჯინგის კვლევაში[14] სიახლის ძიება დაკავშირებული იყო სარტყლისებრი ქერქის რეგიონებში რუხი ნივთიერების მოცულობის ზრდასთან. ზიანის თავიდან აცილება დაკავშირებული იყო რუხი ნივთიერების შემცირებასთან ორბიტოფრონტალური ქერქის, კეფისა და თხემის წილებში. დაჯილდოებაზე დამოკიდებულება დაკავშირებულია რუხი ნივთიერების მოცულობის შემცირებასთან კორძიან სხეულში.

პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნების განსაზღვრისთვის ხუთფაქტორიანი მოდელი ფართოდ გამოიყენება; ის აღწერს ხუთ ძირითად თვისებას, რომლებიც პიროვნებას ახასიათებს:

  • გულღიაობა - ხარისხი, რომლის შემთხვევაში ადამიანებს სიამოვნებთ ახალი სტიმულები
  • კეთილმოსურნეობა - ხარისხი, რომლის შემთხვევაში ადამიანები მიღწევებზე ორიენტირებულნი და პასუხისმგებლიანები არიან.
  • ექსტრავერსია - ხარისხი, რომლის შემთხვევაში ადამიანები საკუთარი თავის გარეთ ეძებენ სტიმულებს
  • ნეიროტიზმი - ხარისხი, რომლის შემთხვევაში ადამიანები ემოციურად არასტაბილურნი არიან

მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის გამოყენებით ერთ-ერთმა კვლევამ[15] ტვინის გარკვეულ უბნებსა და ხუთფაქტორიანი მოდელის თითოეულ თვისებას შორის კავშირი აღმოაჩინა. მათი შედეგების მიხედვით, გულღიაობა/ინტელექტი მნიშვნელოვნად არ იყო დაკავშირებული ტვინის რომელიმე სტრუქტურის მოცულობასთან. კეთილსინდისიერება დაკავშირებული იყო გვერდითი თხემისწინა ქერქის გაზრდილ მოცულობასთან, უბანთან, რომელიც მონაწილეობს ქცევის დადეგმარებასა და ნებაყოფლობით კონტროლში. ექსტრავერსია დაკავშირებული იყო მედიალური ორბიტოფრონტალური ქერქის მოცულობასთან, რეგიონი, რომელიც მონაწილეობს დაჯილდოების მონაცემთა დამუშავებაში. შეთანხმებისადმი მიდრეკილება დაკავშირებული იყო იმ რეგიონების გაზრდილ მოცულობასთან, რომლებიც ამუშავებს სხვა ინდივიდების ზრახვებისა და მენტალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ნევროტიციზმი დაკავშირებული იყო ტვინის იმ რეგიონების გაზრდილ მოცულობასთან, რომლებიც დაკავორებულია საფრთხესთან, სასჯელსა და უარყოფით ემოციებთან.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 LeDoux, J. (2003). "The Self". Annals of the New York Academy of Sciences. 1001 (1): 295–304. doi:10.1196/annals.1279.017. PMID 14625368.
  2. Davidson, R. J. (2001). "Toward a biology of personality and emotion" (PDF). Ann N Y Acad Sci. 935: 191–207. doi:10.1111/j.1749-6632.2001.tb03481.x.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Corr, Philip J.; Perkins, Adam M. (2006). "The role of theory in the psychophysiology of personality: From Ivan Pavlov to Jeffrey Gray". International Journal of Psychophysiology. 62 (3): 367–376. doi:10.1016/j.ijpsycho.2006.01.005. ISSN 0167-8760.
  4. Fowles, Don (2006). "Chapter 2: Jeffrey Gray's Contributions to Theories of Anxiety, Personality, and Psychopathology". In Canli, Turhan. Biology of personality and individual differences. Guilford Press. ISBN 1593852525
  5. 5.0 5.1 Canli, Turhan (2006). "Chapter 5: Genomic Imaging of Extraversion". In Canli, Turhan. Biology of personality and individual differences. Guilford Press. ISBN 1593852525
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Canli, Turhan (2006). "Chapter 1: Introduction". In Canli, Turhan. Biology of personality and individual differences. Guilford Press. ISBN 1593852525
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 DeYoung, Colin G. (2010). "Personality Neuroscience and the Biology of Traits". Social and Personality Psychology Compass. 4 (12): 1165–1180. doi:10.1111/j.1751-9004.2010.00327.x. ISSN 1751-9004
  8. 8.0 8.1 Zuckerman, Marvin (2006). "Chapter 3: Biosocial Bases of Sensation Seeking". In Canli, Turhan. Biology of personality and individual differences. Guilford Press. ISBN 1593852525
  9. Mehta, Pranjal; Gosling, Samuel (2006). "Chapter 20: How Can Animal Studies Contribute to Research on the Biological Bases of Personality". In Canli, Turhan. Biology of personality and individual differences. Guilford Press. ISBN 1593852525
  10. Bell, A.M., & Aubin-Horth, N. (2010). What can whole genome expression data tell us about the ecology and evolution of personality?. Philosophical Transactions of the Royal Society B: Biological Sciences. Retrieved September 10, 2014, from http://rstb.royalsocietypublishing.org/content/365/1560/4001.full.pdf+html.
  11. 11.0 11.1 11.2 Ebstein, Richard P.; Auerbach, Judith G. (2002). "Dopamine D4 receptor and serotonin transporter promoter polymorphisms and temperament in early childhood". Molecular Genetics and the Human Personality: 137–149.
  12. Whittle, S., Allen, N. B., Lubman, D. I., & Yucel, M. (2006). Neurobiological basis of temperament: Towards a better understanding of psychopathology. Neuroscience and Biobehavioral Reviews, 30(4), 511-525.
  13. 13.0 13.1 LeDoux, J. E. (2003). Synaptic Self: How Our Brains Become Who We Are: Penguin Books. Jump up^ Gardini, Simona; Cloninger, C. Robert; Venneri, Annalena (2009). "Individual differences in personality traits reflect structural variance in specific brain regions". Brain Research Bulletin. 79 (5): 265–270. doi:10.1016/j.brainresbull.2009.03.005. ISSN 0361-9230. PMID 19480986.
  14. Gardini, Simona; Cloninger, C. Robert; Venneri, Annalena (2009). "Individual differences in personality traits reflect structural variance in specific brain regions". Brain Research Bulletin. 79 (5): 265–270. doi:10.1016/j.brainresbull.2009.03.005. ISSN 0361-9230. PMID 19480986.
  15. DeYoung, C. G.; Hirsh, J. B.; Shane, M. S.; Papademetris, X.; Rajeevan, N.; Gray, J. R. (2010). "Testing Predictions From Personality Neuroscience: Brain Structure and the Big Five". Psychological Science. 21 (6): 820–828. doi:10.1177/0956797610370159. PMC 3049165 . PMID 20435951.