პეროგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პიროგი)
პიეროგი შემწვარ ხახვთან და ხორცთან ერთად

პეროგი (პოლ. Pierogi), ასევე პიეროგი ან პიროგი — შიგთავსიანი ატირა, რომელიც უფუარი ცომისგან და შიგთავსისგან მზადდება. შეხვევის შემდეგ ადუღებულ წყალში იხარშება. სუფრასთან მიტანამდე ხშირად ტაფაზეც გადააქვთ და ბრაწავენ.

პეროგი ხშირად ასოცირდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, სადაც ისინი ეროვნულ კერძებად ითვლება. პიეროგის მსგავსი პელმენი პოპულარულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ასევე თანამედროვე ამერიკულ სამზარეულოებში, სადაც ისინი ზოგჯერ ცნობილია სხვადასხვა ადგილობრივი სახელწოდებით.

შიგთავსი მოიცავს: კარტოფილს, სოფლის ყველს, გატარებულ ხორცს, სოკოს ან ხილს. პეროგის ხშირად მიირთმევენ არაჟანთან ან შემწვარ ხახვთან ერთად. პოპულარულია ამ ორი ელემენტის გაერთიანებაც.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ახალი წლის წინა დღის პეროგი

ქართული სიტყვა პეროგი მოდის პოლონური პიეროგიდან (pierogi [pʲɛˈrɔgʲi]), რომელიც წარმოადგენს პიეროგის (pieróg [ˈpʲɛruk]) მრავლობით ფორმას. სიტყვა ზოგადად შიგთავსიანი დამფლინგის აღმნიშვნელია. იგი მომდინარეობს ძველი აღმოსავლური სლავურიდან пиръ (პირ') და შემდგომ პროტო-სლავურიდან pirъ, რაც დღესასწაულს ნიშნავს. სლავური ენების უმეტესობაში ტერმინი პეროგი დღეს უკვე სახეშეცვლილია და ღვეზელს ნიშნავს.

უკრაინელებსა და უკრაინელ კანადელებს შორის ის ცნობილია, როგორც ვარენიკი. ვარენიკი ქართულად მდუღარე სითხეს ნიშნავს.

ბრინძოვე პიროჰი ასევე სლავური ტერმინია, რაც ცხვრის რძის ყველისგან შიგთავსიან პეროგის აღნიშნავს.[2]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეროგის ზუსტი წარმოშობა უცნობია. ეს, სავარაუდოდ, სადღაც ცენტრალურ ევროპაში ან აღმოსავლეთ ევროპაში წარმოიშვა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი იყო მანამ, სანამ თანამედროვე ერები დასახლდებოდნენ. დღეს ის ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი კულტურის დიდი ნაწილია.

პეროგის ძეგლი ალბერტაში, კანადა

ერთი ლეგენდის მიხედვით, 1238 წელს ერთი პოლონელი მღვდელი კოშიცელეკს ესტუმრა, სადაც ქარიშხალმა ყველაფერი გაანადგურა. ჰიაცინტმა ყველას უთხრა, რომ ელოცათ, რის შედეგადაც მოსავალი მალევე გაიზარდა. მადლიერების ნიშნად, ადამიანები ამ კულტურებისგან პიეროგებს ამზადებდნენ წმინდანის პატივსაცემად. [3] სხვა ლეგენდაში ნათქვამია, რომ 1241 წელს თათრების შემოჭრის შედეგად შიმშილობის დროს წმიდა სუმბული ხალხს პიროგით უმასპინძლდებოდა.

პეროგი კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიეროგის საკუთარი მფარველი ჰყავს: „Święty Jacek z pierogami!“ (წმინდა სუმბული და მისი პიეროგი!). ძველ პოლონურში ეს წინადადება გაკვირვებას გამოხატავდა.

უკრაინულ ლიტერატურაში ვარენიკი გამოჩნდა, როგორც ეროვნული იდენტურობის სიმბოლო, რაც ხშირად უკრაინის რუსეთისგან განსხვავებულობას უვამს ხაზს. სტეფან რუდანსკის პოემაში ვარენიკი ვარენიკი (1858), რუსი ჯარისკაცი უკრაინელ ქალბატონს სთხოვს, მოამზადოს მისთვის ვარენიკი. ამასთან ერთად ჯარისკაცს არ ახსოვს სიტყვა ვარენიკი ქალბატონი კი ისე იქცევა, თითქოს მისი არ ესმოდეს. [4]

მონუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარნიკის ძეგლი გაიხსნა ჩერკასში, უკრაინაში, 2006 წლის სექტემბერში.სასტუმროს შესასვლელთან დადგმულ ძეგლზე ჩანს, რომ კაზაკ მამაი (უკრაინელი ფოლკლორის გმირი, რომლის სიყვარული ვარენიკისადმი განუცხადა ტარას შევჩენკომ და ნიკოლაი გოგოლმა) თიხის ჭურჭლიდან ვარენიკის ჭამდა, უკან კი ნახევარმთვარის ფორმის ვარნიკია გამოსახული.[5]

ჰალუშკის ძეგლი გაიხსნა 2006 წელს უკრაინაში, პოლტავაში.[6] 1991 წელს კანადაში, ალბერტაში, სოფელ გლენდონში, ჩანგალზე გიგანტური პიეროგი დაიდგა. ქანდაკება არის 7,6 მ-ის სიმაღლის. 2010 წელს გაჩნდა იდეა, რომ მინესოტაში პეროგის უზარმაზარი ძეგლი დაედგათ, თუმცა ეს იდეა ჯერ არ განხორციელებულა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kopka, Deborah (2011). Welcome to Poland: Passport to Eastern Europe & Russia. Milliken Publishing Company. p. 76. ISBN 9780787727734. Retrieved 29 July 2020.
  2. "Bryndza Pierogi (Bryndzové Pirohy) recipe - Slovak Cooking". www.slovakcooking.com. Retrieved 2016-07-27.
  3. Paluch, Marta. "O cudach św. Jacka, który karmił krakowian pierogami". Retrieved 2016-07-13.
  4. Степан Васильович Руданський, Вареники-вареники დაარქივებული 2015-10-03 საიტზე Wayback Machine. Archived 2015-10-03 at the Wayback Machine. 1-я публикация в еженедельнике Русский мир, № 21, с. 504 (Stepan Rudansky. Varenyky-Varenyky. First publication in weekly newspaper Russian World, 21, p. 504, 1859; in Ukrainian)
  5. A monument to vareniki in Cherkasy, UkraineA(in Russian); also see a news item on gpu.ua, 27 September 2006 (in Ukrainian).
  6. A monument to halushky in Poltava, Ukraine