პირველყოფილი შიში (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პირველყოფილი შიში“
ჟანრი ნეო-ნუარი
რეჟისორი გრეგორი ჰობლიტი
პროდიუსერი გერი ლუჩესი, ჰოვარ კოხ უმცროსი
ნაწარმოები პირველყოფილი შიში
— უილიამ დილი
როლებში რიჩარდ გირი, ლორა ლინი
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი მაიკლ ჩეპმენი
მონტაჟი დევიდ როზენბლუმი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
ხანგრძლივობა 130 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 30 მლნ
შემოსავალი $ 102 616 183

პირველყოფილი შიში (ინგლ. Primal Fear) — 1996 წლის ამერიკული ნეო-ნუარის ჟანრის კრიმინალური ფილმი. ფილმი გადმოსცემს ადვოკატის ისტორიას, რომელიც იცავს სტიქაროსან ბიჭუნას, რომელსაც ბრალი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ედება. ედვარდ ნორტონმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მარტინ ვეილი ცნობილი ადვოკატია. ის გდაწყვეტს, სასამართლოში დაიცვას ჩიკაგოს არქიეპისკოპოსის მკვლლობაში ბრალდებული კენტუკელი ახალგაზრდა აარონ სტემპლერი. აარონი სისხლში მოთხვრილი იპოვეს მკვლელობის შემდეგ. სასამართლოში მისი მოწინააღმდეგე მისი ყოფილი პარტნიორი ქალი ჯენეტ ვენეიბლია, რომელიც ამუნათებს მარტინს, რომ მას ჭკვიანი ქალის წინააღმდეგ სასამართლოში გამოსვლის ეშინია. მარტინი აარონს სასამართლო პროცესისთვის ამზადებს. ის თავადაც დაიჯერებს ბრალდებულის უდანაშაულობას, რის გამოც ვენეიბლი მას დასცინის. საქმე რთულდება მაშნ, როდესაც ფსიქოლოგი, დოქტორი მოლი არინგტონი აღმოაჩენს, რომ სტემპლერს დაავადება აწუხებს. მარტინი აღმოაჩენს, რომ არქიეპისკოპოსი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული. შონესი მას აფრთხილებს, რომ თავი შორს დაიჭიროს გავლენიანი ადამიანებისგან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბრალდებულთან, აარონის ალტერ-ეგო, როი დაიწყებს საუბარს და აღიარებს მკვლევლობის და მოტივის შესახებ. მარტინი კომერმანს უხსნის, თუ რატომ იცავს ადამიანებს. სასამართლო პროცესის დროს აარონი ვენეიბლის ზეწოლას ვერ გაუძლებს და საბოლოოდ ციხეში აღმოჩნდება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]