პირველი მსოფლიო ომის გმირების ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი მსოფლიო ომის გმირების ძეგლი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
მოქანდაკე სერგეი ისაკოვი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 3,5 მ
გახსნის თარიღი 2014

პირველი მსოფლიო ომის გმირების ძეგლი (რუს. Памятник героям Первой мировой войны) — ძეგლი დონის როსტოვში. ძეგლი ეძღვნება რუსეთის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პირველ მსოფლიო ომში. ძეგლი აღმართეს 2014 წელს. მდებარეობს ხალტურინისა და წითელარმიელთა ქუჩის გადაკვეთზე მდებარე სკვერში.

ძეგლის გახსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს შესრულდა 100 წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთიც. იგი მონაწილეობდა აღმოსავლეთის ფრონტზე მიმდინარე ბრძოლებში. 1917 წელს რუსეთში შიდა არეულობების გამო ფრონტზე ქვეყნის მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა. 1918 წლის მარტში ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა ხელი მოაწერეს თავისი პირობებით რუსეთისათვის საკმაოდ მძიმე სამშვიდობო ხელშეკრულებას. თვით ომს ახალი საბჭოთა ხელისუფლება უწოდებდა „იმპერიალისტურსა“ და არასამართლიანს[1], სწორედ ამის გამო ომში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლება დიდ ყურადღებას არ უთმობდა.

ერთი საუკუნის შემდეგ ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ რუსეთში გამოიწვია საჯარო ინტერესი და დადგა ომში მონაწილე ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივისცემის საკითხი. 2014 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა კულტურული და სამეცნიერო ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნებოდა აღნიშნულ თემატიკას[2].

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შეიქმნა დონის როსტოვში ძეგლის დასადგმელად, განიხილა ძეგლის ესკიზის სამი ვარიანტი[3]. საბოლოოდ შეარჩიეს რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვრის სერგეი ისაკოვის პროექტი[4]. ძეგლის დამზადებისა და დადგმის ხარჯები თავის თავზე აიღო როსტოვის ოლქის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ[3].

პირველი მსოფლიო ომის გმირების ძეგლი დონის როსტოვში გაიხსნა 2014 წლის 1 აგვისტოს, ასი წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩაერთო რუსეთი ომში. საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ქალაქის მერი, ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი კაზაკები[4].

ძეგლის სიმაღლე არის 3,5 მ. ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. ეს არის ჯარისკაცი სამხედრო ფომაში, რომელსაც მხარზე იარაღი აქვს გადაკიდებული[4].

პირველი მსოფლიო ომის გმირების ძეგლი ასევე აღმართეს როსტოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქებში: შახტში, ნოვოჩერკასკში, ბატაისკში და ასევე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Глава двенадцатая. Марксизм-ленинизм о войне | Проект «Исторические Материалы». istmat.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-14. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  2. Прокопенко, В. „МОЁ СЕДОВО - АЗОВСКОЕ МОРЕ - В Ростове открыт памятник героям Первой мировой войны“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  3. 3.0 3.1 В Ростове установят памятник героям Первой мировой войны. www.rostov.aif.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  4. 4.0 4.1 4.2 К 100-летию Первой мировой войны в Ростове-на-Дону открыли памятник героям работы члена ИППО Сергея Исакова | www.ippo.ru. www.ippo.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  5. „На Дону открыли третий памятник героям Первой мировой войны - ИА REGNUM“. ИА REGNUM (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-25.