პირველადპირიანები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
პირველადპირიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Protostomia (Grobben, 1908) | ||||||||||||
|
პირველადპირიანები (ლათ. Protostomia) — იმ ცხოველების საერთო სახელწოდება, რომელთა პირი წარმოქმნილია პირველადი პირიდან ანუ ბლასტოპორიდან, ანდა მისი წინა ნაწილიდან. პირველადპირიანებს ახასიათებს ექტოდერმული გარეგანი ჩონჩხი, მეზოდერმის წარმოქმნა ტელობლასტური ტიპით, ზიგოტის სპირალური დაყოფა (ხშირად შეცვლილი) და სხვა. პირველადპირიანები მოიცავს ყველა ბილატერალურ მრავალუჯრედიან ცხოველს კანეკლიანების, ქორდიანების, როგორც ჩანს, აგრეთვე ჯაგარყბიანებისა და მხარფეხიანების გარდა (შეადარეთ მეორეულპირიანები).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნათაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 72.