პირველადი ჯანდაცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პირველადი ჯანდაცვა — პირველადი ჯანდაცვა თავისი ფუნქციით წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და შემდგომი გაუმჯობესების ძირითად რგოლს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი სამსახურებისადმი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის. მოიცავს დაავადებათა პროფილაქტიკას, ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებაზე მიმართულ ღონისძიებებს, მოსახლეობის განათლებას, დაავადების პროფილაქტიკისა და ზოგადად ჯანმრთელობის შენარჩუნების შესახებ. პირველადი ჯანდაცვის სამსახური უფრო დაბალტექნოლოგიური და აქედან გამომდინარე, მომსახურების უფრო იაფიანი ფორმაა, ვიდრე მეორეული ჯანდაცვის დონე და მესამეული ჯანდაცვის დონე.

ძირითადი ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველადი დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • პაციენტის პერსონალური მხარდაჭერა დაავადების ყველა სტადიაზე
  • პაციენტის და მისი ახლობლების ინფორმირება დიაგნოზის, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და პროგნოზის შესახებ
  • ქრონიკული ავადობისა და ინვალიდობის პროფილაქტიკა დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის, მოსახლეობის განათლებისა და ქცევის შეცვლის გზით
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა და შენარჩუნება

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერზმავა ო., „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, თბ., 2008