პირველადი შავი ხვრელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირველადი შავი ხვრელებიშავი ხვრელის ჰიპოთეტური ტიპი, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნა. ადრეულ სამყაროში დიდი სიმკვრივეები და არაჰომოგენური გარემოებები განაპირობებდნენ საკმარისად მკვრივი რეგიონების გრავიტაციული კოლაფსის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, რაც წარმოქმნიდა შავ ხვრელებს. იაკოვ ზელდოვიჩმა და იგორ ნოვიკოვმა 1966 წელს პირველად გამოთქვეს ამგვარი შავი ხვრელების არსებობის ვარაუდი, მაგრამ თეორია მათი წარმოშობის შესახებ პირველად ღრმად შეისწავლა სტივენ ჰოკინგმა 1971 წელს. იმის გამო, რომ პირველადი შავი ხვრელები არ ფორმირდებოდა გრავიტაციული კოლაფსით, მათი მასები შეიძლება ვარსკვლავურ მასებზე მკვეთრად მცირე იყოს. ჰოკინგმა გამოთვალა, რომ პირველადი შავი ხვრელები შეიძლება იწონიდნენ სულ მცირე 10−8 კგ-ს, რაც დაახლოებით ადამიანის მწიფე კვერცხუჯრედის მასისაა.         

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]