პირალაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რუკა, რომელზეც გამოსახულია პირალაჰი აბშერონის სხვა კუნძულებთან ერთად.

პირალაჰი (აზერ. Pirallahi) (საბჭოთა დასახელება — არტიომის კუნძული (არტიომის ფსევდონიმით ცნობილი რევოლიუციონერის პატივსაცემად), რომელიც განლაგებულია აბშერონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით. ხელოვნური დამბით შეერთების შემდგომ (ქ. გიარგიანი) საბჭოთა კავშირის დროს იგი პრაქტიკულად ნახევარკუნძულად იქცა. მიეკუთვნება აზერბაიჯანს. შედგება ქვიშის და თიხის ნაზავისგან, გაწელილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ზღვით გამიჯნულია მეზობელი კუნძულებისგან (ბეიუკ ტავა და გუ). კუნძულის ცენტრში განლაგებულია ელექტროფიცირებული რკინიგზა და ასფალტირებული გზა. კუნძულის საერთო ფართობი შეადგენს 10 კვ.კმ.,[1] მაგრამ მისი ნაპირები საგრძნობლად ირყევიან კასპიის ზღვის დონის ცვალებადობის დროს. კუნძულზე მშრალი ხმელთაშუაზღვის კლიმატია. თვითონ კუნძულზეც და ახლომდებარედ მიმდინარეობს ნავთობის მოპოვება. კუნძულის ჩრდილო ნაწილში განლაგებულია პირალაჰის დასახლება (ადრე ასევე არტიომ-კუნძული).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Артёма остров — статья из Большой советской энциклопедии.