პიოტრ ოდმიენიეკ უასტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პიოტრ ოდმიენიეკ უასტი
Komornicka.jpg
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1876
დაბადების ადგილი გრაბოვი, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1949 (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი იზაბელინი, პოლონეთი
დასაფლავებულია პოვონზკის სამხედრო სასაფლაო
ფსევდონიმი Piotr Odmieniec Włast
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი
ენა პოლონური ენა[1] და ინგლისური ენა
ეროვნება პოლონელი
მოქალაქეობა პოლონეთი
ალმა-მატერი ნიუნჰემის კოლეჯი
მეუღლე Jan Lemański
ნათესავ(ებ)ი Stanisław Komornicki და Tomasz Komornicki

პიოტრ ოდმიენიეკ უასტი (ქალიშვილობის სახელი მარია იაკუბინა კომორნიკა;ინგლ. Piotr Odmieniec Włast ;დ. 25 ივნისი, 1876 წელი, გრაბოვი, პოლონეთი - გ. 8 მარტი, 1949 წელი, იზაბელინი, პოლონეთი) - პოლონელი მწერალი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უასტის მშობლები იყვნენ ავგუსტინ კომორნიკი და ანა დუნინ-ვასოვიჩი. ბაბუა კი თეოდორ ანზელმ ძვონკოვსკი (1764–1850). მწერალი შეძლებული ოჯახიდან იყო და ბავშვობა გრაბოვში მდებარე რეზიდენციაში გაატარა. 1889 წელს ანა დუნინ-ვასოვიჩი თავის 6 შვილთან ერთად ვარშავაში ჩავიდა, რათა მის შვილებს საუკეთესო განათლება მიეღოთ (პიორს ლიტერატურას ასწავლიდა პროფ. პიოტრ ჩმიელოვსკი).

ლიტერატურული დებიუტი ჰქონდა უასტს გაზეთ "Gazeta Warszawska" - ში 1892 წელს მოთხრობებით Z życia nędzarza და Staszka. 1883 წელს იმავე გაზეთში გამოქვეყნდა ნოველა Rozłąka. 1894 წელს გამოიცა Szkice მოთხრობების კრებული, იმავე წელს "Gazeta Poznańska" - მ გამოაქვეყნა დრამა Skrzywdzeni. შემდეგ, მამის რჩევით, უასტი კემბრიჯში წავიდა, ექვსი თვის განმავლობაში ნიუჰემის კოლეჯში ლექციებზე დასასწრებად. მან შემდგომ დღიურის სახით გამოსცა აქ ყოფნის დღეები ირონიული სათაურით „ახალგაზრდული სამოთხე“ 1896 წლის დასაწყისში.[2]

უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ, უასტმა, ვაცლავ ნაშკოვსკიმ და ცეზარ ჯელესტამ 1895 წელს გამოაქვეყნეს ლიტერატურული მანიფესტი Forpoczty. 1898 წლის ივნისში ის დაქორწინდა პოეტ იან ლემასკიზე.[3] ქორწინება წარუმატებლად მიიჩნიეს და ლემასკი ავადმყოფად მიიჩნიეს. იან ლორენტოვიჩის გადმოცემით, თაფლობის თვის განმავლობაში, ლემანსკიმ მეუღლეს ორჯერ ესროლა პისტოლეტით კრაკოვის პლანტი პარკში. ურთიერთობა ორი წლის შემდეგ გაწყდა. 1900 წელს უასტმა გამოაქვეყნა (ფსევდონიმით - კომორნიკა) Baśnie. მან 1901 წელს დაიწყო თანამშრომლობა ზენონ პჟესმიცკის რედაქტორობით "ქიმერასთან". მწერალმა გამოაქვეყნა პოეზია, მათ შორის სერიები Czarne Płomienie (1901), პროზა (Biesy, 1902), თარგმანი ინგლისურიდან, აგრეთვე რეცენზიები, ხელმოწერილი "უასტი". მარია დერნახოვიჩის თანახმად,[4] 1907 წელს პოზნაჟის სასტუმროში Bazar (დედასთან ერთად კოზობრზეგში მოგზაურობის დროს) უასტმა დაწვა ქალის კაბები ღუმელში და თავი კაცად გამოაცხადა. ამის შემდეგ უასტი ატარებდა მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმელს, ეწეოდა სიგარას და იჭრიდა თმას მოკლედ და შეიცვალა სახელი და დაირქვა პიოტრ ოდმიენიეკ უასტი. პროფესორმა ბოგდან ზაქრევსკიმ გაიხსენა, რომ პიოტრი მეგობრული და ძალიან საინტერესო თანამოსაუბრე იყო, მისი ერთადერთი პირობა იყო მამაკაცური ფორმების გამოყენება, რაც მას ეხებოდა.უასტმა არა მხოლოდ თავი კაცად გამოაცხადა, არამედ თავი პიოტრ უასტის ახალ განსახიერებად აღიარა, დუნინების ოჯახის ლეგენდარული დამფუძნებელი (ანა დუნინ-ვასოვიჩი). ოჯახის მიერ გიჟად გამოცხადებულმა უასტი 19071914 წლებში სანატორიუმებსა და საავადმყოფოებში მკურნალობდა. 1914 წელს უასტი დაბრუნდა გრაბოვში და დაიწყო თავისი ბოლო ნამუშევრის, Xięgi poezji idyllicznej (იდილური პოეზიის წიგნები) წერა.

იგი გარდაიცვალა იზაბელინის სამედიცინო დაწესებულებაში 1949 წელს. მისი საფლავის ქვა მდებარეობს პუჟკის სამხედრო სასაფლაოზე (მარია კომორნიცკა-ლემასკის სახელით (განყოფილება B / 20 (7/22)).[5]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიოტრ უასტის ნაშრომი 1996 წელს გამოქვეყნდა ლიტერატურის მეცნიერის მარია პოდრაზა-კვიაკოვსკას მიერ. ოთხმოციან წლებში მარია ჯანიონმა გამოაქვეყნა ესე "სად არის ლემაშკა?" უასტისადმი მიძღვნილ წიგნში - 1996 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „Kobunity i duch inności“ მეცნიერებს შორის მწერალი. XXI საუკუნეში ფემინისტი კრიტიკოსები,[6] ლგბტ მეცნიერები და ჟურნალისტები დაინტერესდნენ მწერლის ცხოვრებითა და შემოქმედებით. საყურადღებოა 2010 წელს კრაკოვში გამოქვეყნებული ბრიგიდა ჰელბიგის მონოგრაფია (565 გვერდი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Edward Bulwer-Lytton: Zanoni. Powieść z czasów rewolucyi francuskiej. T. 1–3, Warszawa 1906
  • Edward Bulwer-Lytton: Zanoni. Opowieść o różokrzyżowcu. Romans mistyczny z czasów Rewolucji Francuskiej. Sandomierz 2015
  • Słówniczek muzyczny. (Harras), Warszawa 1887

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Brygida Helbig-Mischewski (2016). „Cambridge: A Factory of Mediocrity. Maria Komornicka's Reportage "Youth's Paradise" (1896)“. Rocznik Komparatystyczny (ინგლისური). 7. ISSN 2081-8718. ციტირების თარიღი: 2018-05-22.
  3. Lemański, JanEncyklopedia PWN (internetowa)
  4. Maria Dernałowicz (1977), "Piotr Odmieniec Włast", Twórczość
  5. Maria Komornicka-Lemańska, Moje Cmentarze. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-07. ციტირების თარიღი: 2021-03-28.
  6. Katarzyna Ewa Zdanowicz (2004), Kto się boi Marii K.? Sztuka i wykluczenie, Katowice