შინაარსზე გადასვლა

პიონერ 1

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიონერ 1
მისია სელენოცენტრულ ორბიტა გასვლა
COSPAR ID 1958-007A
მისიის ხანგრძლივობა 1დღ-ღ, 19სთ, 4წთ
სტატუსი ნაწილობრივ წარმატებული
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი აშშ-ის დროშა კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორია
მასა 34.2 კგ
ექსპედიცია
დასრულების თარიღი 13 ოქტომბერი, 1958, 03:46 GMT
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 11 ოქტომბერი, 1958, 08:42:00 GMT
სასტარტო მოედანი აშშ-ის დროშა აშშ, კანავერალის კონცხი, LC-17A
რაკეტა-მატარებელი თორ DM-18 ეიბლი 1
(თორი №127)
მისიის დასრულება
დასრულების თარიღი 13 ოქტომბერი, 1958, 03:46 GMT
ჩამოვარდნის ადგილი ატლანტის ოკეანე
ორბიტის პარამეტრები
აპოცენტრი 113 800 კმ
მიზნობრივი აპარატურა
მაგნიტომეტრი 1 ცალი
მიკრომეტეოროიდული დეტექტორი 1 ცალი
ტემპერატურის სენსორი 2 ცალი
ტელეკამერა 1 ცალი
იონური კამერა 1 ცალი
ყველა კოსმოსური პროგრამა

„პიონერ 1“, „ეიბლი 2“ (ინგლ. Pioneer 1, Thor-Able 2) — ამერიკული კოსმოსური პროგამა „პიონერის“ კოსმოსური ზონდი. კოსმოსში გაშვებულ იქნა 1958 წლის 11 ოქტომბერს, რაკეტა-მატარებელი თორ-ეიბლით. „პიონერ 1“-ის მთავარი მისია იყო სელენოცენტრულ ორბიტაზე გასვლა, იქ კვლების ჩატარება, მათ შორის მთვარის უკანა მხარისთვის ფოტოების გადაღება. გამოთვლებში არსებული ხარვეზების გამო ზონდმა სუბორბიტალური ფრენა შეასრულა აპოგეით 113 800 კმ (მთვარემდე მანძილის მეოთხედზე მეტი). წარუმატებლობის მიუხედავად „პიონერ 1“ გამართულად მუშაობდა, და 43 სთ ფრენის განმავლობაში აწარმოებდა დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული გარემოს შესახებ სამეცნიერო მონაცემების გადმოცემას. პროგრამა „პიონერის“ მთვარის მისიის I ტიპის ზონდებს შორის „პიონერ 1“ ყველაზე პროდუქტიული იყო.

ზონდი აღჭურვილი იყო იონური კამერით, მაგნეტომეტრით, მიკრომეტეოროიდული დეტექტორით, ტელეკამერითა და ტემპერატურული სენსორებით. მოწყობილობის გაშვება წარუმატებლად დასრულდა: აფრენიდან 43 საათის შემდეგ მიაღწია რა აპოგეა 113 800 კმ-ს აფეთქდა და ჩავარდა წყნარ ოკეანეში.

მიუხედავად იმისა, რომ მისია ფაქტიურად შესრულდა აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების ორგანიზებით, ტექნიკურად ის განხორციელდა ახლადფორმირებული NASA-ს ეგიდით. კოსმოსური ხომალდი დიზაინით ძალიან ჰგავდა ეიბლი 1-ის ზონდს და მისი წინამორბედის მსგავსად, რომელიც აშენდა კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორიის მიერ. ზონდი შექმნილი იყო მიკრომეტეოროიდის ზემოქმედების ჩასაწერად, მაგნიტური ველისა და გამოსხივების გაზომვისთვის და „მთვარის ზედაპირის გამოსახულების ასაღებად“.

1958 წლის 11 ოქტომბერს, 08:42:00 GMT დროით კანავერალის კონცხის სასტარტო მოედნის LC-17A-დან რაკეტა-მატარებელი თორ-ეიბლით ორბიტაზე გაშვებულ იქნა კოსმოსური ზონდი „პიონერ 1“. გაშვების დროს თორის მეორე საფეხური გაითიშა 10 წამით ადრე ამაჩქარებლის მზარდი სიჩქარის საზომიდან გადაცემული არასწორი ინფორმაციის გამო. ამგვარად გამშვებმა მანქანამ არასაკმარისი სიჩქარე მისცა ზონდს დედამიწის გრავიტაციისგან თავის დაღწევისთვის. კოსმოსური ხომალდის მაღალ ორბიტაზე 128700 კილომეტრზე ჩასმის მცდელობა თიოკოლში აშენებული რეტრომოტორის გამოყენებით წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან შიდა ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო იმისთვის, რომ ბატარეებს უზრუნველყოთ შესაბამისი ენერგია. თუმცა, ზონდმა მიაღწია 114750 კილომეტრის სიმაღლეს (NASA-ს ინფორმაციით, 1959 წლის თებერვლიდან) სტარტიდან 13 ოქტომბერი, 1958, 03:46 GMT დღის 11:42 UT დროისთვის. მან დაადასტურა ვან ალენის სარტყლების არსებობა და დააბრუნა სხვა სასარგებლო მონაცემები გეომაგნიტურობის თაობაზე. ზონდი დედამიწაზე დაეშვა სტარტიდან 43:17 საათის შემდეგ. მოგვიანებით გამომძიებამ დაასკვნა, რომ აქსელერომეტრმა შეცდომით გათიშა ეიბლის საფეხური სარქვლის არასწორი დაყენების გამო.

11 ოქტომბერს პრესრელიზში, გაშვებიდან მალევე, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად მიანიჭა ზონდს სახელწოდება „პიონერი“, თუმცა მას პარალელურად „პიონერ 1“-საც ეძახდნენ. ზონდს სახელი დაარქვა არა NASA-ს რომელიმე ოფიციალურმა პირმა, არამედ სტივენ ა. სალიგამ, დეიტონში, რაიტ-პატერსონის საჰაერო ძალების ბაზაზე საჰაერო ძალების ექსპონატებზე პასუხისმგებელმა პირმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]