პიონერი (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პიონერი.

„პიონერი“საქართველოს ალკკ ცკ-ისა და ვ. ი. ლენინის სახელობის ნორჩ პიონერთა ორგანიზაციის რესპუბლიკური საბჭოს ყოველთვიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1926 წლის ოქტომბრიდან. 1942–1944 წლებში ჟურნალი არ გამოდიოდა. განახლდა 1945 წელს. სხვადასხვა დროს ჟურნალის მთავარ რედაქტორებად მუშაობდნენ: შ. რადიანი, ა. მირცხულავა (მაშაშვილი), ი. აბაშიძე, მ. თომაძე, ე. აგლაძე, გ. კაჭახიძე, რ. მარგიანი, მ. მაჭავარიანი, 1964 წლიდან ბ. შელია.

„პიონერი“ განკუთვნილი იყო პიონერ-მოსწავლეებისათვის. ემსახურებიდა მოზარდი თაობის კომუნისტური სულისკვეთბით აღზრდის საქმეს. ჟურნალში თანამშრომლობდნენ მწერლები: ი. აბაშიძე, გ. აბაშიძე, მ. მრევლიშვილი, მ. ლებანიძე და სხვები. მხატვრები: შ. ცხადაძე, ა. შალიკაშვილი, ჯ. ლოლუა, თ. სამსონაძე, ე. ამბოკაძე, ზ. ფორჩხიძე და სხვები. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1977). გამოდიოდა 156 ათ. ტირაჟით (1984).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]